FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 31.01.2018
5 ხმით, 3–ის წინააღმდეგ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სასწავლებლის ხელმძღვანელად მაკა ბერიძე აირჩია. არჩევნებში საბჭოს რვავე წევრი მონაწილეობდა, არცერთი ხმა არ გაბათილებულა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს

რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში დღეს, 31 იანვარს, გაიმართა. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: მაკა ბერიძე, – რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და ცისკარა ზარანდია, – ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი;

არჩევნებამდე კანდიდატურები მოხსნეს გიორგი მესხმა და რეზო ზედგინიძემ. მესხმა არჩევნებამდე სამი საათით, ზედგინიძემ კი არჩევნებამდე ორი საათით ადრე.

გაცილებით უფრო ადრე გამოეთიშნენ არჩევნებს სასწავლებლის ყოფილი რექტორები: მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი.

მაკა ბერიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალი 1996 წელს დაამთავრა. 1997 წლიდან ამავე სასწავლებელში მუშაობა დაიწყო მოწვეულ მასწავლებელად. იყო ქართული ენის კურსების ტრენერი. 2010 წელს მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი. 2011 წელს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. 2012 წლიდან უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიცია დაიკავა, 2014 წლიდან კი რექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რექტორის არჩევნებამდე ორი საათით ადრე კანდიდატურა რეზო ზედგინიძემაც მოიხსნა
რექტორის არჩევნებამდე სამი საათით ადრე, გიორგი მესხმა კანდიდატურა მოიხსნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
ვინ არიან უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კონკურენტულ არჩევნებს ელიან
ყოფილი რექტორი მერაბ ბერიძე რექტორის მოადგილედ დაინიშნა
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს