FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმები

მთავარისიახლე, განათლება 25.01.2018
უნივერსიტეტში რექტორობის კანდიდატები სწავლების არასათანადო ხარისხსა და ინფრასტრუქტურაზე, უცხო ენის არ ცოდნაზე, ასევე სამეცნიერო კვლევებისთვის მწირ დაფინანსებაზე საუბრობენ. ამ ყველაფრის ფონზე, კი სახელმწიფო ავტორიზაცია–აკრედიტაციის გასავლელად მოთხოვნებს ამკაცრებს.

უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმები
დღეს, 25 იანვარს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორობის ოთხმა კანდიდატმა აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმები წარუდგინა.

31 იანვრის არჩევნებში მონაწილე ოთხივე კანდიდატს უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობა უკავია: მაკა ბერიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; რეზო ზედგინიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; ცისკარა ზარანდია, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი; გიორგი მესხი, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

სხდომას, რომელზეც კანდიდატებმა სამოქმედო გეგმები წარადგინეს, განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებოდა: „უნივერსიტეტების ავტორიზაცისა და აკრედიტაციის პირობები ძალიან გამკაცრდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს წევრებს მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ როგორ ხედავენ რექტორობის კანდიდატები ამ გამოწვევებთან გამკლავებას“.

აქედან გამომდინარე მურღულიას რექტორობის ყველა კანდიდატთან, სამოქმედო გეგმის წარდგენის შემდეგ მხოლოდ ერთი შეკითხვა ჰქონდა, თუ რა არის ის მთავარი პრობლემები რაც ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესში სასწავლებელს უდგას.

ყველა კანდიდატს პროგრამის წარსადგენად განსაზღვრული 15 წუთი ჰქონდა. მთავარი რაზეც თითქმის ყველა პროფესორი სამოქმედო გეგმაში ყურადღებას ამახვილებდა, ეს იყო სწავლების არასათანდო ხარისხი, უცხო ენის არ ცოდნის გამო რიგ პროგრამებში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი, ინკლუზიური განათლებისთვის შეუსაბამო ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობის შეზღუდვა ფინანსური პრობლემების გამო და გუნდური მუშაობის პრინციპი.

უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმები

„უმაღლესი დონის კურუკულუმები და გამართული სასწავლო გეგმები გვაქვს, მაგრამ ჩვენი კურიკულუმები აცდენილია რეალობას. შესაბამისად სწავლების ხარისხიც დაბალი გვაქვს, ამ პრობლემის დასაძლევად კი ერთიანი ძალისხმევა აუცილებელია“, – განაცხადა სხდომაზე გიორგი მესხმა. იგი პირველი იყო, რომელსაც საბჭომ დღეს მოუსმინა.

გუნდურ მუშაობაზე გაამხვილა ყურადღება სამოქმედო გეგმის წარდგენისას რექტორობის კანდიდატმა რეზო ზედგინიძემაც. მისი თქმით, სასწავლო პროცესების მართვის სისტემა გასაახლებელია, ის თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს: „მაგალითად მუდლის პროგრამას მხოლოდ ელექტრონული გამოცდებისთვის ვიყენებთ, არადა მისი დანერგვა ელეტრონული სწავლების თვალსაზრისითაც შეიძლება. აქამდე სამოქმედო გეგმასაც და პროგრამასაც ერთი ან ორი კაცი წერდა, დანარჩენები კი ასრულებდნენ, ამ პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს“.

უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმები

ზედგინიძის შემდეგ საბჭოს საკუთარი ხედვა პროფესორმა ცისკარა ზარანდიამ გააცნო. მან პრეზენტაციის დასაწყისში ყურადღება სოციალურად დაუცველ სტუდენტებსა და მათ საჭიროებებზე გაამახვილა: „ასევე აუცილებელია ახალი კადრების მოზიდვა, ბიუჯეტში სამეცნიერო კვლევებისთვის ფინანსების ზრდა. თანხების მოსაძიებლად კი ფონდებთან ურთიერთობა“.

უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმები

ბოლო გამომსვლელმა მაკა ბერიძემ განაცხადა, რომ უნივერსიტეტმა თავისივე პოზიტიური გამოცდილება უნდა გაიზიაროს, ვიდრე ის სხვა უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებაზე გადავა. ამ თვალსაზრისით კი არა ერთ პროგრამაში არსებული წარმატების გადატანა სხვადასხვა მიმართულებებითაც შეიძლება: „სამცხე–ჯავახეთი გახლავთ ბუნებრივად საკვლევი გარემო არა ერთი სპეციალობის სტუდენტისთვის. სკოლიდან მოსულ აბიტურიენტებს კი მომზადებულები უნდა დავხვდეთ, მაგალითად სკოლებში საფუძვლიანადაა შეფასების სისტემა შეცვლილი, ჩვენ კი უნივერსიტეტში ძველი შეფასების სისტემა აღარ უნდა გვქოდნეს“.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილის შეკითხვას აკრედიტაციის პროცესში უნივერსიტეტის მთავარი სირთულეების შესახებ ბერიძე ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით რიგით პირველი პრობლემა შშმ სტუდენტებისთვის განათლების ხარისხზე ხელმისაწვდომობაა, რადგან სასწავლებელში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა: „პრობლემა შეგვექმნება კვლევების ინტერნაციონალიზაციის კუთხითაც. ჩვენ ამ ყველაფრის რეგულაციის პროცესში ვართ, ამიტომ აკრედიტაციისას დაინახავენ პროცესს და არა შედეგს. სამწუხაროდ ყველა მიმართულებით თავს ვერ მოვიწონებთ“.

უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმები

რეზო ზედგინიძე ფიქრობს, რომ ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესში უნივერსიტეტს განათლების სამინისტროში ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრათან აქტიური თანამშრომლობა დასჭირდება: „რიგი საკითხების დაგეგმვაში ალბათ ჩავრთავთ ექსპერტებსაც. ამ პროცესში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ყველა თანამშრომლის აქტიური ჩართულობაა“.

გიორგი მესხის თქმით, კი აკრედიტაციის გასავლელად მთავარი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა: „რეგიონული უნივერსიტეტი ვართ და ამით ხანდახან ვსპეკულირებთ, ეს კი გამართლებული არაა, აქ სწავლება შესაბამის დონეზე უნდა იყოს“.

მესხის მსგავსად, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაზე აკეთებს აქცენტს ცისკარა ზარანდიაც, ასევე მისი თქმით, უნივერსიტეტი მხოლოდ ვაუჩერულ სისტემაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს: „მეტი ზრუნვაა საჭირო ახალი ელექტრონული პროგრამების შემოსაღებადაც“.

უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმები

როგროც სამოქმედო გემგების წარდგენის შემდეგ თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა: „პროგრამების მომზადების პროცესში ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მთავარ გამოწვევებზე კანდიდატებს ნაფიქრი ჰქონდათ“.

უნვიერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მერაბ ბერიძე, რომლემაც კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიხსნა, ამბობს, რომ „ძლიერი რექტორის ხელში სასწავლებელში არსებული ყველა პრობლემა დაძლევადია. ავტორიზაციას და აკრედიტაციას კარგი ხელმძღვანელის პირბებში ღირსეულად გავივლით“.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები 31 იანვარს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას ექვსი კანდიდატი იღებდა, თუმცა არცევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორმა, მერაბ ბერიძემ და თინა გელაშვილმა კანდიდატურა მოიხსნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რექტორის არჩევნებამდე სამი საათით ადრე, გიორგი მესხმა კანდიდატურა მოიხსნა
რექტორის არჩევნებამდე ორი საათით ადრე კანდიდატურა რეზო ზედგინიძემაც მოიხსნა
რექტორობის კანდიდატების პროგრამების განხილვას მინისტრის მოადგილე ესწრება
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კონკურენტულ არჩევნებს ელიან
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
ვინ არიან უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები
25 იანვარს უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების პროგრამებს განიხილავენ