FM97.5 / LIVE

რექტორის არჩევნებამდე ორი საათით ადრე კანდიდატურა რეზო ზედგინიძემაც მოიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 31.01.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებს მეოთხე კანდიდატი გამოეთიშა – დღეს, 31 იანვარს, არჩევნებამდე ორი საათით ადრე, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა რეზო ზეგდინიძემაც.

რექტორის არჩევნებამდე ორი საათით ადრე კანდიდატურა რეზო ზედგინიძემაც მოიხსნა

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის რეზო ზედგინიძის განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში, დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე შევიდა.

რატომ მიიღო რეზო ზედგინიძემ ეს გადაწყვეტილება, უცნობია.

რეზო ზედგინიძე უკვე მეოთხე კანდიდატია, ვინც რექტორის არჩევნებში მონაწილეობდა და კანდიდატურა მოხსნა. ზედგინიძემდე ერთი საათით ადრე, დღესვე, კანდიდატურა მოხსნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, კანდიდატმა გიორგი მესხმა.

"ეს ჩვეულებრივი პროცესია და აქ განსაკუთრებული არაფერია", – ამბობს სასწავლებლის ყოფილი რექტორი, მერაბ ბერიძე, რომელიც ასევე კანდიდატი იყო და მანაც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კანდიდატურა მოხსნა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ახალი რექტორის ვინაობა დაახლოებით ერთ საათში გაირკვევა. არჩევნებში მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩა: მაკა ბერიძე, – რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და ცისკარა ზარანდია, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანი;

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რექტორის არჩევნებამდე სამი საათით ადრე, გიორგი მესხმა კანდიდატურა მოიხსნა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კონკურენტულ არჩევნებს ელიან
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
თინა გელაშვილმა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებიდან კანდიდატურა მოიხსნა
პირველი შეფასებები უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შემდეგ