FM97.5 / LIVE

ასპინძაში სოფლის რწმუნებულებს ათავისუფლებენ

მთავარიპოლიტიკა 03.08.2013
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ სოფლის რწმუნებულებსა და მათ თანაშემწეებს პირადი განცხადების საფუძველზე, თანამდებობების დატოვება მოსთხოვა.

ასპინძაში სოფლის რწმუნებულებს ათავისუფლებენ
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების ოშორა-იდუმალას რწმუნებული აცხადებს, რომ გამგებელმა ლევან ცაბაძემ და მისმა მოადგილემ, ალექსანდრე პაპაშვილმა რწმუნებულებს და მათ თანაშემწეებს განუცხადეს, რომ თუ თავისი ნებით არ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს, მათ მიმართ იძულების სხვა ხერხებს გამოიყენებდნენ.

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, თათბირის შემდეგ, რწმუნებულების და მათი თანაშემწეების უმრავლესობამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, თუმცა ნაწილმა პირადი განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა.

სოფლების: ვარგავისა და თოკის რწმუნებულმა ლავრენტი შეშაბერიძემ "სამხრეთის კარიბჭეს" დაუდასტურა, რომ გუშინ, 2 აგვისტოს გამართულ თათბირზე გამგებელმა რწმუნებულებს განცხადებების დაწერა ნამდვილად მოსთხოვა.

„იყო ასეთი საუბარი, მაგრამ მე არ დამიწერია განცხადება, რადგან არ მიმაჩნია სამართლიანად. მიზეზს ვერ გეტყვით, ჩვენც გვაინტერესებს და გვინდა, რომ გავიგოთ რა მიზეზით უნდა დაგვეწერა განცხადებები“, - ამბობს ლავრენტი შეშაბერიძე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლევან ცაბაძეს "სამხრეთის კარიბჭე" რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა.

ასპინძაში სოფლის რწმუნებულებს ათავისუფლებენ"არ ვიცი, თბილისში ვარ და ინფორმაცია არ მაქვს. თუ გავრცელდა ინფორმაცია, მე რაღას მირეკავ, დაწერე ის, რაც იცი, მე არავისთვის არაფერი მომითხოვია", - განაცხადა სატელეფონო საუბარში ლევან ცაბაძემ.

ამავე დროს, „სამართლიან არჩევნებთან“ საუბარში ასპინძის გამგებელი, ლევან ცაბაძე უარყოფს მუქარას, თუმცა ადასტურებს, რომ რწმუნებულებს თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადების დაწერა და დროებით მოვალეობის შემსრულებლად დარჩენა მოსთხოვა. გამგებელი მოთხოვნას სოფლის მაცხოვრებლების სურვილით ხსნის. მისი განცხადებით, სოფლის მაცხოვრებლები უკმაყოფილოები არიან რწმუნებულების მუშაობით და ის რწმუნებული, რომელიც არ დატოვებს თანამდებობას, „სოფლის წინააღმდეგ წავა“.

დღესვე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზეწოლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ განცხადების დაწერის თაობაზე არაერთი სოფლის რწმუნებულთან ჰქონდა საუბარი, ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთთანაც".

ასპინძის მუნიციპალიტეტში 11 რწმუნებული და ამდენივე სპეციალისტია. (ასპინძაში 24 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 23 სოფელი. დაბის გარდა ტერიტორიული ორგანოები შექმნილია 7 თემში და 4 სოფელში).

„ზუსტად ვერ გეტყვით, აქედან რამდენმა დაწერა განცხადება“, - გვითხრა ვარგავისა და თოკის რწმუნებულმა ლავრენტი შეშაბერიძემ.

"სამართლიანია არჩევნები" აცხადებს, რომ “ადგილობრივი თვითმმრთველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში თავად შეუძლია."შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ რწმუნებულების მიმართ წაყენებული მოთხოვნა, საკუთარი ნებით დაწერონ განცხადებები სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით, უკანონოა და შეიცავს მუქარისა და ზეწოლის ნიშნებს", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლად მორაგბე ლევან ცაბაძე, 16 მაისს აირჩიეს. გამგებლის თანამდებობისთვის ასპინძაში სამი კანდიდატი: ლევან ცაბაძე, პაატა მაისურაძე და გიორგი ჯვარიძე იბრძოდნენ. მიმდინარე წლის 16 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ლევან ცაბაძის კანდიდატურას საკრებულოს 22-ვე დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგებლად ცნობილი მორაგბე ლევან ცაბაძე აირჩიეს
ასპინძის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა დატოვა
შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ
ასპინძაში გამგებლის დანიშვნას აპროტესტებენ
შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს
ასპინძის გამგებლის წინააღმდეგ ხვალ აქცია იგეგმება
ასპინძის გამგებლის არჩევის საქმემ სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა