მათ შორის ორი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრია, აქედან ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი და ამავე დროს მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძეა, მეორე კი პარტიაში ახალი სახე, – ასპინძის საოლქო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე როსტომ მაგრაქველიძე.
ასპინძის მერობა სურთ „ევროპული საქართველოდან“ ტარიელ ლონდარიძეს, რომელიც გასულ წელს საპარლამენტო არჩვენებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, 2012 წელს კი პარლამენტის მაჟორიტარი იყო.
და, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მალხაზ მოსიძეს, რომელიც ასპინძის საკრებულოს წევრია. ეს, ორი კანდიდატი გასულ არჩევნებზე ერთ გუნდში, ერთი ნომრით იბრძოდა.
N2 ტარიელ ლონდარიძე – საარჩევნო ბლოკი: „ბაქრაძე - უგულავა – ევროპული საქართველო“ტარიელ ლონდარიძე დაიბადა 1968 წელს ასპინძაში.
1990 წლიდან 2003 წლამდე ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუშაობდა.
2003 წლიდან 2012 წლამდე თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სხვადსხვა პოსტებს იკავებდა, იყო აკადემიის რექტორიც.
2012 წელს იყო თავდაცვის მინისტრის მრჩეველი.
2012-16 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი.
საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობდა 2016 წელსაც, ასპინძა–ბორჯომის მაჟორიოტარი დეპუტატობის კანდიდატად, თუმცა,დამარცხდა მმართველი გუნდის კანდიდატთან.
N5მალხაზ მოსიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“დაიბადა 1965 წლის 11 მაისს დაბა ასპინძაში.
1982 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა.
1984 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მეტრომშენებლობის ტექნიკური სასწავლებელი.
1986-92 წლებში სწავლობდა ს.ს ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.
1998-99 წლებში მუშაობდა ასპინძის რაიონის სოფ. ხერთვისის საშუალო სკოლაში პედაგოგად.
2004 –06 წლებში მუშაობდა საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ასპინძის რაიონულ ორგანიზაციაში.
2010 წელს მუშაობდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წამყვან სპეციალისტად.
2011-14 წლებში იყო დ. ასპინძის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.
2014 წლიდან დღემდე არის ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.
N41 როსტომ მაგრაქველიძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“დაიბადა 1973 წლის პირველ ნოიემბერს ასპინძაში.
1990 წელს დაამთავრა ასპინძის საშუალო სკოლა.
1995 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკუი უნივერსიტეტი სპეციალობით კონსტრუქტორ–ტექნოლოგი.
1995–1996 წლებში მუშაობდა ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივში საქონელმცოდნედ.
1997–2006 წლებში იყო ასპინძის სამომხმარებლო კოოპერატივების თავმჯდომარე.
2003–04 წლებში იყო N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2006 წლიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე იყო N39 ასპინძის საარჩვენო კომისიის თავმჯდომარე, პარალელურად, 2015–17 წლებში მუშაობდა საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში ტრენერად.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
N42 ლევან ცაბაძე–დამოუკიდებელი კანდიდატიდაიბადა 1973 წ. 8 იანვარს, დაბა ასპინძაში.
1990 წელს ჩააბარა ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიაში.
1994 წელს ჩაირიცხა მოსკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.
1992-2002 წლებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი და ეროვნული ნაკრების კაპიტანია.
1996-2004 წლებში ასპარეზობდა საფრანგეთის რაგბის უმაღლეს ლიგაში.
2004 წ. ფრანგ პარტნიორებთან ერთად დააფუძა კომპანია "GEO SECURITY" (შპს "ლეონსიო"), რომელსაც 2011 წ-მდე ხელმძღვანელობდა.
2011 წელს თავდაცვის სამინისტროში სპორტის ინსტრუქტორი იყო.
2013 წლიდან ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.
2014 წელს 15 ივნისს, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგად გამგებელი გახდა.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]