FM97.5 / LIVE

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამდებობას ტოვებს

მთავარიპოლიტიკა 18.04.2013
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბექაურმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამდებობას ტოვებს
გამგებლის განცხადება საკრებულოში დღეს, 18 აპრილს შევიდა. ბესიკ ბექაური ამბობს, რომ დაკავებული თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება შექმნილი პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე მიიღო.

კითხვაზე, რას გულისხმობს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში და ხომ არ ჰქონდა ადგილი ზეწოლას, ბექაური პასუხისგან თავს იკავებს.

”1 მაისამდე ვიქნები ამ პოსტზე, 1 მაისიდან ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს გამგებლის მოვალეობას”, - ამბობს ბესიკ ბექაური.

ბექაური ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტზე 2010 წლის 15 დეკემბრიდან მუშობს. გამგებლად არჩევამდე ახალციხის რაიონულ პროკურორად მუშაობდა (2006-2010 წლებში).

სამომავლო გეგმებზე ჯერ საუბარი უჭირს.

”ამ ეტაპზე სახლში მივდივარ, ცოტას დავისვენებ და მერე ვნახოთ”, - ამბობს იგი.

კითხვაზე, წავა თუ არა ხვალ თბილისში დაგეგმილ ”ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე, ბესიკ ბექაური გვპასუხობს რომ სავარაუდოდ წავა.

მისივე თქმით, 19 აპრილთან დაკავშირებით ასპინძაში ძალადობისა და დაშინების ფაქტები ჯერჯერობით არ გამოვლენილა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ნიშნით შეარჩია მოადგილე ასპინძის გამგებელმა?
ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან
ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ენმ–ში დარჩა
ასპინძის გამგებლად ცნობილი მორაგბე ლევან ცაბაძე აირჩიეს
ვინ ჩაანაცვლებს დროებით ახალციხის გამგებელს?
ვინ შეასრულებს ახალციხის გამგებლის მოვალეობას?
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა