FM97.5 / LIVE

ასპინძის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა დატოვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 11.10.2017
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა გამგეობის საქმის წარმოების ელექტრონულ ბაზაში ასეთი განცხადება არ იძებნება.

ასპინძის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა დატოვა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

„ნამდვილად დავწერე განცხადება და წამოვედი“, – ამბობს იგი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი პაპაშვილის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იციან.

„არაფერი ვიცი, რა განცხადება, პაპაშვილი პოზიციაზე რჩება. განცხადება არ დაუწერია. თუ რამე გაინტერესებთ პაპაშვილს თავად ჰკითხეთ“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ასპინძაში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ლევან ცაბაძე.

პაპაშვილს რომ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია, ამაზე ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლელა მურადაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, გამგეობას საქმის ელექტრონული წარმოება აქვს, შესაბამისად განცხადება რომ არსებობდეს, ის ბაზაში მაშინვე აისახებოდა: „ამ დრომდე ასეთი განცხადება არ იძებნება, პაპაშვილმა რომ თანამდებობდა დატოვა, თქვენგან მესმის პირველად".

შეკითხვაზე, დადიოდა თუ არა პაპაშვილი ბოლო დღეებში სამსახურში მურადაშვილმა, გვიპასუხა: "დღეს მასთან საქმე არ მქონია, არც გუშინ, შესაბამისად არ ვიცი".

თავად პაპაშვილს განცხადების დაწერის თარიღსა და სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე საუბარი არ სურს: „დიდი ხანია ვმუშაობ. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, სხვას არაფერს უკავშირდება“.

ალექსანდრე პაპაშვილი ასპინძაში დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის, (ამჟამად ასპინძის მოქმედი გამგებლის) ლევან ცაბაძის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელია N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში. შესაბამისად კითხვაზე, უკავშირდება თუ არა სამსახურიდან მისი წასვლა წინასაარჩევნო პერიოდს, პაპაშვილმა არ უპასუხა. მან ტელეფონი გაგვითიშა და სხვა შეკითხვების დასმის საშუალება არ მოგვცა.

ამიტომ იყო თუ არა ზეწოლა წინასაარჩევნოდ იმასთან დაკავშირებით, რომ პაპაშვილი დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის ლევან ცაბაძის მხარდამჭერია და არა „ქართული ოცნების“ კანდიდატის როსტომ მაგრაქველიძის ამის გაკრვევა თავად ცაბაძესთან ვცადეთ. თუმცა, ეს შეკითხვა მანაც უპასუხოდ დატოვა.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგებლის ყოფილი მოადგილე საოლქო კომისიის წევრიც აღარაა
ასპინძის მერმა მოადგილეები დანიშნა
ასპინძის გამგებელი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას
რა ნიშნით შეარჩია მოადგილე ასპინძის გამგებელმა?
გაასაჩივრებენ თუ არა ასპინძის გამგებლის საქმეს სააპელაციოში უცნობია
დაუდასტურებელი ინფორმაციით ასპინძის გამგებლის მოადგილე დააკავეს
ასპინძის გამგეობას თანამშრომლები ტოვებენ – წყარო სუს–ის ზეწოლაზე საუბრობს