FM97.5 / LIVE

ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.11.2017
ბორჯომის საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგით საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამის გამო დეპუტატების ნაწილი სხდომის შეჩერებას და დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის შეტანას ითხოვს.

ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [Video]
ბორჯომის საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგი რვა საკითხისგან შედგება, თუმცა მათ შორის ჩამონათვალში საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა გათვალისწინებული არ არის.

საკრებულოს დეპუტატმა "ლეიბორისტული პარტიიდან" გიორგი გიუაშვილმა სხდომის შეჩერება და დღის წესრიგის ჩასწორება მოითხოვა. მას მხარი დაუჭირა დეპუტატმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაზა ჩაჩანიძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის გიორგი ფერაძის თქმით, არაა სავალდებულო პირველივე სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა: „ამით კანონი არ ირღვევა“, – განაცხადა მან.

ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი კვირკველიას თქმით, „ამ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ, მომავალი სხდომისთვის კი კომისიის თავმჯდომარეებს“.

სხდომის წარმართვის საშუალება საკრებულოს უხუცეს წევრს ანდრო თედიაშვილს არ მიეცა. ამის გამო 30 წუთი შესვენება გამოცხადდა.

სხდომას როგორც ოპოზიციური, ასევე მმართველი პარტიის მხარდამჭერები ესწრებიან.





შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ჰყავს. საკრებულოში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევიდა. ბორჯომი რეგიონში ის გამონაკლისია, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, – საკრებულოში 13 დეპუტატი მმართველი გუნდიდან, 15 კი ოპოზიციიდანაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებმა შეთანხმებას მიაღწიეს – დღის წესრიგს ცვლიან [Video]
ბორჯომის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს [Video]
ბორჯომის საკრებულოს ‘ოცნების’ დეპუტატებმა სხდომა დატოვეს [Video]
ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს ირჩევენ [Video]
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბორჯომის საკრებულოს უხუცესი წევრი შეუძლოდ გახდა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია