FM97.5 / LIVE

ლევან დევიძე: „ბორჯომის საკრებულომ საკუთარი უფლებამოსილება ვერ ცნო“

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.11.2017
N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკრებულომ უფლებამოსილება ვერ ცნო, შესაბამისად პირველი სხდომა ხელახლა დაინიშნება. მიუხედავად მისი განცხადებისა საკრებულოს ოპოზიცია მუშაობას აგრძელებს.

ლევან დევიძე: „ბორჯომის საკრებულომ საკუთარი უფლებამოსილება ვერ ცნო“
N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან დევიძემ ბორჯომის საკრებულო დატოვა. მისი თქმით, პირველი სხდომა ხელახლა უნდა დაინიშნოს, რადგან დღეს ახლადარჩეული საკრებულოს მიერ უფლებამოსილების ცნობა ვერ მოხერხდა.

„კანონის მიხედვით მომავალი სხდომა 10 დღის ვადაში დაინიშნება. ეს იქნება მეორე სხდომა, თუმცა, სამართლებრივად პირველი. დღეს სამწუხაროდ ელემენტარული პროცედურები ვერ შედგა. იმედი მაქვს, რომ მომავალი სხდომა კანონის ფარგლებში და სამართლებრივ სივრცეში წარიმართება“, – განაცხადა დევიძემ და დაამატა, რომ მან სამანდატო კომისიას ყველა დოკუმენტი, რასაც კანონი ითვალისწინებდა უკვე გადასცა.

მიუხედავად მისი განცხდებისა ოპოზიცია სხდომას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ნოემბერს ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია დღის წესრიგში ერთი საკითხის დამატებას, კომისიების თავმდჯომარეების არჩევას ითხოვდა. დეპუტატები ამაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამის შემდეგ დავის მიზეზი სამანდატო კომისიის არჩევის წესი გახდა. რის შედეგადაც "ოცნებამ" სხდომა დატოვა.

სხდომაზე დაძაბული ვითარების გამო საკრებულოს დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ. ამიტომ მერიაში სასწრაფო გამოიძახეს, ერთ–ერთი მათგანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ჰყავს. საკრებულოში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევიდა. ბორჯომი რეგიონში ის გამონაკლისია, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, – საკრებულოში 13 დეპუტატი მმართველი გუნდიდან, 15 კი ოპოზიციიდანაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბორჯომის საკრებულოს უხუცესი წევრი შეუძლოდ გახდა
ბორჯომის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს [Video]
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება [Video]
ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს ირჩევენ [Video]
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია