FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს ‘ოცნების’ დეპუტატებმა სხდომა დატოვეს [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.11.2017
ბორჯომის საკრებულოს პირველი სხდომა „ოცნების“ დეპუტატების გარეშე მიმდინარეობს. ამჯერად დეპუტატები სამანდატო კომისიის არჩევის წესზე ვერ შეთანხმდნენ.

ბორჯომის საკრებულოს ‘ოცნების’ დეპუტატებმა სხდომა დატოვეს [Video]
ბორჯომის ოპოზიციონერ დეპუტატებს სამანდატო კომისიის სამივე წევრის არჩევა ოპოზიციიდან სურთ. „ოცნება“ კი კომისიაში მათი პარტიიდან ერთი წარმომადგენლის არჩევას ითხოვდა. ამას ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაეთანხმნენ.

„ყველამ დავასახელოთ სამანდატო კომისიის წევრებად ჩვენი კანდიდატები, შემდეგ კი წილისყრით ავირჩიოთ“, – შესთავაზეს „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებმა ქართული ოცნების დეპუტატებს.

თუმცა, ამაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უარი მიიღეს. რის შემდეგაც უხუცესმა წევრმა, ანდრო თედიაშვილმა რომელსაც სხდომა მიყავდა განაცხადა, რომ მას ამ ვითარებაში მუშაობის გაგრძელება არ შეუძლია და დარბაზი დატოვა. თედიაშვილთან ერთად სხდომა დატოვეს „ოცნების“ სხვა დეპუტატებმაც.

„კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გავაკეთე ის რასაც კანონი მავალებდა. დოკუმენტაცია გადავეცი საკრებულოს უხუცეს წევრს. ვიდრე თქვენი საკრებულოს ორი მესამედის უფლებამოსილება არა გახდება ცნობილი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებთ“, – მიმართა საკრებულოს დარბაზში დარჩენილ დეპუტატებს N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან დევიძემ.

მან საკრებულოს სთხოვა, რომ მას მისცენ საშუალება მასზე დაკისრებული უუფლებამოსილება განახორციელოს: „ნუ შევქმნით ისეთ პრეცენდენტს, რომელიც თქვენ მიღებულ გადაწყვეტილებებს არარად ჩათვლის. ნუ გადააყოლებთ ამ ამბავს პოლიტიკურ კინკლაობას“.

დევიძის გამოსვლის შემდეგ საკრებულოს სხდომის წარმართვა დარბაზში დარჩენილმა უხუცესმა წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ვიოლეტა ბალახაშვილმა გააგრძელა. ოპოზიციამ სამანდატო, ასევე, ხმის დამთვლელი კომისია აირჩია.



შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ნოემბერს ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა იმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევას არ ითვალისწინებს. ამას მოჰყვა „ლეიბორისტული პარტიის“ დეპუტატი გიორგი გიუაშვილის პროტესტი. მას მხარი საკრებულოს სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დაუჭირეს.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ჰყავს. საკრებულოში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევიდა. ბორჯომი რეგიონში ის გამონაკლისია, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, – საკრებულოში 13 დეპუტატი მმართველი გუნდიდან, 15 კი ოპოზიციიდანაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებმა შეთანხმებას მიაღწიეს – დღის წესრიგს ცვლიან [Video]
ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს ირჩევენ [Video]
ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [Video]
ბორჯომის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება [Video]
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია
ლევან დევიძე: „ბორჯომის საკრებულომ საკუთარი უფლებამოსილება ვერ ცნო“