FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.11.2017
ბორჯომის საკრებულოს 15–ვე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავმჯდომარედ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი და ბორჯომის მერობის ყოფილი კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე აირჩია.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია
ზაზა ჩაჩანიძის გადაწყვეტილებით, მისი მოადგილე მისივე პარტიის წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი იქნება.

არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოპოზიციური პარტიების დეპუტატები იღებდნენ, რადგან „ოცნების“ უხუცესმა წევრმა სხდომა დახურულად გამოაცხადა და დარბაზი თანაგუნდელებთან ერთად დატოვა.

"ოპოზიციური პარტიების წარმომადგნლებსაც აქვთ საინტერესო ხედვები თავიანთი ისტორიული ქალაქის განვითარების. სასიკეთო ხედვებს გავატარებთ ერთად", – განაცხადა არჩევნების დასრულების შემდეგ ჩაჩანიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ ლეგიტიმურია თუ არა მისი არჩევა, პასუხობს: "მიმართონ სასამართლოს და ამას იქ გაარკვევენ".

ჩაჩანიძეც და გოგიჩაიშვილიც ფიქრობენ, რომ საკრებულოში მუშაობა მარტივი არ იქნება, რადგან "ოცნებას" აქ 13 წევრი ჰყავს.

"ალბათ როგორც დღეს, შემდგომშიც ეცდებიან ხელისშეშლას, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით ვიმუშაოთ და ბორჯომისთვის ბევრი სასიკეთო რამ გავაკეთოთ", – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ოპოზიცია საკრებულოს სხდომას აგრძელებს. დეპუტატებმა კომისიების თავმჯდომარეები უნდა აირჩიონ.

ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ნოემბერს ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია დღის წესრიგში ერთი საკითხის დამატებას, კომისიების თავმდჯომარეების არჩევას ითხოვდა. დეპუტატები ამაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამის შემდეგ დავის მიზეზი სამანდატო კომისიის არჩევის წესი გახდა. რის შედეგადაც "ოცნებამ" სხდომა დატოვა.

სხდომაზე დაძაბული ვითარების გამო საკრებულოს დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ. ამიტომ მერიაში სასწრაფო გამოიძახეს, ერთ–ერთი მათგანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაახლოებით, 30 წუთიანი შესვენების შემდეგ საკრებულოს სხდომა კვლავ სრული შემადგენლობით განახლდა, თუმცა სხდომის მიმდინარეობისას "ლეიბორისტული პარტიის" "ქართული ცონების დეპუტატმა სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბოთლი ესროლა.

ასევე შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ჰყავს. საკრებულოში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევიდა. ბორჯომი რეგიონში ის გამონაკლისია, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, – საკრებულოში 13 დეპუტატი მმართველი გუნდიდან, 15 კი ოპოზიციიდანაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს ირჩევენ [Video]
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს [Video]
ბორჯომის საკრებულოს უხუცესი წევრი შეუძლოდ გახდა
ბორჯომის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება [Video]
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ლევან დევიძე: „ბორჯომის საკრებულომ საკუთარი უფლებამოსილება ვერ ცნო“