FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს ირჩევენ [Video]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 20.11.2017
ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატები ირჩევენ. "ოცნების" უხუცესმა სხდომა დახურულად გამოაცხადა და თანაპარტიელებთან ერთად დარბაზი დატოვა.

ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს ირჩევენ [Video]
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ექვს საათზე მეტია საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირსპირების ფონზე მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს, „ოცნების“ უხუცესმა დეპუტატმა სხდომა დახურულად გამოაცხადა. მან დარბაზი თანაგუნდელებთან ერთად დატოვა.

„სამუშაო ვადა ამოიწურა, ამიტომ გადაწყვეტილებები მიღებული აღარ იქნება“, – განაცხადა სხდომის დატოვებისას „ოცნების“ უხუცესმა წევრმა ანდრო თედიაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულო მმართველი გუნდის წევრებმა დატოვეს, ოპოზიცია სრული შემადგენლობით დარბაზში დარჩა.

„ჩვენ, ოპოზიცია ვართ უმრავლესობაში, საკრებულოს თავმჯდომარეს ავირჩევთ და მომავალ სხდომას დავნიშნავთ“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ზაზა ჩაჩანიძემ.

ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე ორი კანდიდატი „პატრიოტთა ალინასიდან“ ზაზა ჩაჩანიძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კი ვახტანგ ქვათაძე დაასახელა. საკრებულოში თვმჯდომარის ასარჩევად ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.



შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ნოემბერს ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია დღის წესრიგში ერთი საკითხის დამატებას, კომისიების თავმდჯომარეების არჩევას ითხოვდა. დეპუტატები ამაზე შეთანხმდნენ, თუმცა ამის შემდეგ დავის მიზეზი სამანდატო კომისიის არჩევის წესი გახდა. რის შედეგადაც "ოცნებამ" სხდომა დატოვა.

სხდომაზე დაძაბული ვითარების გამო საკრებულოს დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ. ამიტომ მერიაში სასწრაფო გამოიძახეს, ერთ–ერთი მათგანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაახლოებით, 30 წუთიანი შესვენების შემდეგ საკრებულოს სხდომა კვლავ სრული შემადგენლობით განახლდა, თუმცა სხდომის მიმდინარეობისას "ლეიბორისტული პარტიის" "ქართული ცონების დეპუტატმა სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბოთლი ესროლა.

ასევე შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ჰყავს. საკრებულოში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევიდა. ბორჯომი რეგიონში ის გამონაკლისია, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, – საკრებულოში 13 დეპუტატი მმართველი გუნდიდან, 15 კი ოპოზიციიდანაა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია
ბორჯომის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს [Video]
ბორჯომის საკრებულოს უხუცესი წევრი შეუძლოდ გახდა
ბორჯომის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება [Video]
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ლევან დევიძე: „ბორჯომის საკრებულომ საკუთარი უფლებამოსილება ვერ ცნო“