FM97.5 / LIVE

ლეგიტიმურია თუ არა ბორჯომის ახლად დაკომპლექტებული საკრებულო

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.11.2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო მხოლოდ ოპოზოციური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა. ამ პროცესში მონაწილეობა „ოცნების“ დეპუტატებს არ მიუღიათ.

ლეგიტიმურია თუ არა ბორჯომის ახლად დაკომპლექტებული საკრებულო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო 28 წევრისგან შედგება. მათ შორის 13 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, 15–კი ოპოზიციას. დღეს, 20 ნოემბერს გამართული საკრებულოს პირველი სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის გამო „ოცნების“ უხუცესმა წევრმა დაახლოებით 20:00 საათისთვის დახურულად გამოაცხადა. მან თანაგუნდელებთან ერთად დარბაზი დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ სხდომას „ოცნების“ წევრები აღარ ესწრებოდნენ, დარბაზში დარჩენილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომელთა საერთო რაოდენობაც საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენდა, სხდომის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

15–მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეები, დაარეგსტრირა ორი ფრაქციაც.

იურისტებისა და თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტების განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, ბორჯომის ახლად დაკომპლექტებული საკრებულო ლეგიტიმურია.

„პირდაპირ წერია კოდექსის 25–ე მუხლში, რომ საკრებულოს ნახევარზე მეტი თუ ესწრება სხდომას მაშინ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ლეგიტიმურია“, – ამბობს თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტი ირაკლი მელაშვილი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ირმა პავლიაშვილის განმარტებით, ასევე თვითმმართველობის კოდექსის 33–ე მუხლში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს, წერია, რომ „მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო“.

აქედან გამომდინარე, პავლიაშვილი აცხადებს, რომ თავმჯდომარის ასარჩევად ქვორუმი საკმარისი იყო. მისივე თქმით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი ირჩევს კომისიების თავმჯდომარეებსაც. ამას კი თივთმმართველობის კოდექსის 36–ე მუხლი არეგულირებს: „აქედან გამომდინარე თავმჯდომარისა და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევაც ლეგიტიმური გამოდის“.

რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, შეიძლება თუ არა, რომ სხდომის არასამუშაო საათებში მიმდინარეობამ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა კითხივის ნიშნის ქვეშ დააყენოს, მელაშვილი გვპასუხობს: „თუ სხდომის გაგრძელებას დამსწრეთა უმრავლესობამ კენჭი უაყარა და სხდომის გაგრძელების გადაწყვეტილება ისე მიიღეს, პრობლემა არ იქნება. პარლამენტში არასამუშაო საათბში სხდომების მიმდინარეობა ასე გრძლედება“.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში ყველაზე მრავალპარტიული საკრებულო ბორჯომს ჰყავს. საკრებულოში ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შევიდა. ბორჯომი რეგიონში ის გამონაკლისია, სადაც „ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, – საკრებულოში 13 დეპუტატი მმართველი გუნდიდან, 15 კი ოპოზიციიდანაა.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის საკრებულო  ბიუჯეტის განხილვას იწყებს
ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარეს ირჩევენ [Video]
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია
ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [Video]
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებმა შეთანხმებას მიაღწიეს – დღის წესრიგს ცვლიან [Video]
ბორჯომის საკრებულოში ორი ფრაქცია დარეგისტრირდა
ბორჯომის საკრებულოს ‘ოცნების’ დეპუტატებმა სხდომა დატოვეს [Video]