FM97.5 / LIVE

ბორჯომის საკრებულო ბიუჯეტის განხილვას იწყებს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.11.2017
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახლად არჩეული თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე მუშაობას შეუდგა. მან, ხვალ, 22 ნოემბერს, საკრებულოს სხდომა დანიშნა.

ბორჯომის საკრებულო  ბიუჯეტის განხილვას იწყებს

ზაზა ჩაჩანიძე თანაგუნდელებთან ერთად ბორჯომის საკრებულოში დღეს შუადღეს მივიდა. მან გუშინ, 20 ნოემბერს გამართული საკრებულოს სხდომის დოკუმენტები საკრებულოს აპარატს გადასცა.

„საკრებულოს ლეგიტიმაციის შესახებ ყველა დოკუმენტი გადავეცი აპარატს. ეს არის ჩემი, ასევე, ჩემი მოადგილის და კომისიების თავმჯდომარეების არჩევის შესახებ მასალები. ასევე, ფრაქციების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტები“, – ამბობს ჩაჩანიძე.

მან უკვე საკრებულოს მომავალი სხდომაც დანიშნა. დეპუტატები ხვალ, 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

„ბიუჯეტი საკრებულოში უკვე შემოსულია, ხვალ ბიუჯეტის განხილვას დავიწყებთ. მას ხალხს გავაცნობთ და შენიშვნებს მოვისმენთ“, – აცხადებს ჩაჩანიძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ბორჯომის საკრებულოს ლეგიტიმურად არ ცნობენ, შესაბამისად, არც ხვალ დანიშნულ სხდომაზე აპირებენ მისვლას.

„არაკანონიერ ქმედებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს საკრებულო იგივეა, სადმე 20 კაცი რომ შეიკრიბოს და რაღაცა სხდომა ჩაატაროს. ხვალინდელ სხდომაზე პირადად მე არ მივალ“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კვირკველია.

ბორჯომის საკრებულოს, რომელიც მხოლოდ ოპოზიციური პარტიების დეპუტატების მიერ დაკომპლექტდა, არალეგიტიმურს უწოდებს ბორჯომის ახლად არჩეული მერი ლევან ლიპარტია: „ამას სასამართლოც არ უნდა, ეს სხდომა არალეგიტიმური იყო“.

არ ეთანხმება ოპონენტებს ჩაჩანიძე: „კოდექსითაც და რეგლამენტითაც ყველაფერი წესების დაცვით ჩატარდა. არაფერი დარღვეულა. თუ არ იციან კანონი, ჩაიხედონ და წაიკითხონ მაინც“.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საკრებულოს ლეგიტიმაციის საკითხის განსაზღვრა მათი გადასაწყვეტი არ არის: „საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენცია არაა იმის შეფასება საკრებულო ლეგიტიმურია თუ არა. თუ ზოგადად არალეგიტიმურობის საკითხი დადგება დღის წესრიგში, ჩვენ მომავალ საკრებულო სხდომას სწორედ ამის შემდეგ განვსაზღვრავთ“.

თვთმმართველობის ექსპერტებისა და იურისტების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სხდომა სიითი უმრავლესობის ნახევარზე მეტმა ჩაატარა, ლეგიტიმურია. კანონის მიხედვით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მიერ როგორც საკრებულოს ასევე კომისიების თავმჯდომარეების არჩევა, კანონიერია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 20 ნოემბერს ბორჯომის საკრებულოს პირველი სხდომა შვიდ საათზე მეტ ხანს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომა „ოცნების“ 13–მა დეპუტატმა დატოვა, დარჩენილმა 15–მა დეპუტატმა კი თავმჯდომარე, მისი მაოდგილე და ასევე კომისიეების თავმჯდომარეები აირჩია.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლეგიტიმურია თუ არა ბორჯომის ახლად დაკომპლექტებული საკრებულო
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციამ ზაზა ჩაჩანიძე აირჩია
‘ოცნებამ’ არ იცის შევა თუ არა ბორჯომის საკრებულოში, თუმცა ფრაქციებს ქმნის
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს
ბორჯომში საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [Video]
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე „ოცნების“ დეპუტატები შევიდნენ
ბორჯომის საკრებულოს "ოცნების" წევრი დეპუტატები სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ