FM97.5 / LIVE
წიგნი დალპა; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მალხაზ გიქოშვილისა და ბიბლიოთეკის პროექტის ავტორის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები">

რას პასუხობს ბიბლიოთეკის პროექტის ავტორი გიქოშვილს

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.05.2013
ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის სარდაფში ათაობით წიგნი დალპა; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მალხაზ გიქოშვილისა და ბიბლიოთეკის პროექტის ავტორის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

რას პასუხობს ბიბლიოთეკის პროექტის ავტორი გიქოშვილს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაკვეთით ბიბლიოთეკის შენობის პროექტი შპს ”ესსამ” გააკეთა. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მალხაზ გიქოშვილის თქმით, ბიბლიოთეკა არსებული წიგნადი ფონდის რაოდენობის მიხედვით დაპროექტდა.

”სამხრეთის კარიბჭესთან” კი ბიბლიოთეკის პროექტის კონცეფციის ავტორმა არქიტექტორმა ნიკა ჩხაიძემ საპირისპირო განაცხადა: ”რამდენი წიგნი უნდა დატეულიყო ბიბლიოთეკაში ზუსტად განსაზღვრული არ იყო”.

მიუხედავად იმისა, რომ ”სამხრეთის კარიბჭესთან” აღნიშნულს ყველა უარყოფს და აცხადებს, რომ მშენებლობისას წიგნების რაოდენობა განსაზღვრული არ იყო, გიქოშვილი ცდილობს დაგვიდასტუროს, რომ პროექტში საცავებიცა და საგამოფენო დარბაზებიც ყველა საჭირო მოთხოვნის გათვალისწინებით გაკეთდა: ”თავიდანვე იყო გათვალისწინებული ფართის ოდენობა”.

ჩხაიძის განცხადებით, ბიბლიოთეკის პროექტის კონცეფცია სამკითხველო დარბაზების სივრცის და არა წიგნების რაოდენობის მიხედვით გაკეთდა: ”წესით და რიგით ყველაფერი დავალებაში უნდა ყოფილიყო მითითებული”.

კითხვაზე თუ ვის უნდა შეედგინა დავალება ჩხაიძე გვპასუხობს: ”ეგ საკრებულოს ჰკითხეთ”.

მისივე განცხადებით, თუ ბიბლიოთეკაში წიგნები ვერ დაეტია არ არის სავალდებულო ყველა წიგნი ბიბლიოთეკაში მოთავსდეს: ”შესაძლოა, საცავები სხვაგან გაკეთდეს და წინგები იქ შეინახონ, ახალციხე ნიუ იორკი არ არის, რომ გამოწერის შემთხვევაში წიგნების მოტანა გაჭირდეს”.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის სარდაფში ათასობით წიგნი იმ მიზეზით დალპა, რომ მათი სამკითხველო დარბაზებში განთავსება ვერ მოხერხდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკა
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
სხვილისის ბიბლიოთეკის წიგნებს  ადგილი გამოუძებნეს
ახალციხის ბიბლიოთეკის ”საცავში” წიგნები ლპება
რა ოდენობის ზარალი მიიღო ბიბლიოთეკამ ჯერ უცნობია
როგორ აპირებს დამპალი წიგნების გადარჩენას ჟუჟუნაძე?