FM97.5 / LIVE

ახალციხის ბიბლიოთეკის ”საცავში” წიგნები ლპება

მთავარისაზოგადოება 23.04.2013
ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნების ნაწილი, რომელიც ამ დრომდე სარდაფშია მოთავსებული ნადგურდება; შესაძლოა საფრთხე შეექმნას მუზეუმთან არსებული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წიგნად ფონდსაც

ახალციხის ბიბლიოთეკის ”საცავში” წიგნები ლპება

ცენტრალური ბიბლიოთეკის სარდაფში უკვე რამდენიმე თვეა წიგნები ნესტის გამო ფუჭდება. საჭიროა წიგნების გამოშრობა და სპეციალური ხსნარებით დამუშავება. აღნიშნული სამუშაოები სანეპიდ სადგურის წარმომადგენლებმა უნდა ჩაატარონ, აღნიშნული სამსახური ახალციხეში არ არის, ამიტომ მისი თბილისიდან ჩამოყვანა გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება.

- ” როდესაც ახალი შენობა გაიხსნა, ბიბლიოთეკაში გარკვეული რაოდენობის წიგნები არ დაეტია და სარდაფში განთავსდა. იქ არანაირი პირობები არ არის შექმნილი წიგნების შესანახად. ამიტომ მათი ნაწილი სარდაფში ლპება, რაც გადარჩენილია ამოვიტანეთ, დაზიანებულებს კი სპეციალური დამუშავება სჭირდება”, - ამბობს ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერი თინათინ კაპანაძე.

ახალციხის ბიბლიოთეკის ”საცავში” წიგნები ლპება

ახალციხის კულტურის დაწესებულობათა გაერთიანების დირექტორის ბელა მოდებაძის განცხადებით, პრობლემები ბიბლიოთეკის სარდაფში გათბობის მილის დაზიანებამ გამოიწვია: ”თავდაპირველად არ იყო ჩადებული მშენებლობაში საცავების გაკეთება, შემდეგ დაემატა პროექტს. შესაბამისი პირობებიც იყო, მაგრამ ზამთარში შეიქმნა პრობლემები გათბობის მილთან დაკავშირებით, გაჩნდა ნესტე, რამაც წიგნების დაზიანება გამოიწვია”.

კაპანაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქმის კურსშია ადგილობრივი თვითმმართველობა: ”ამ დრომდე არავინ დაგვხმარებია, გვეუბნებიან, რომ სანეპიდ სადგურის ჩამოსაყვანად ბიუჯეტში თანხა არ არის”.

ახალციხის ბიბლიოთეკის ”საცავში” წიგნები ლპება

როგორც მოდებაძე ამბობს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილისგან დაპირება დახმარების შესახებ უკვე მიიღო: ”ბიბლიოთეკაში თვითმმართველობის შენობიდან თაროები სანდროშვილმა საკუთარი ხარჯებით გადაგვატანინა, გადარჩენილი წინგები სწორედ ამ თაროებზე განვათავსეთ”.

მიუხედავად მოდებაძის განცხადებისა სანდროშვილი მის მიერ მიცემულ დაპირებას ვერ იხსენებს: ”წერილობით არავის მოუმართავს, არც სანეპიდ სადგურის ჩამოყვანის შესახებ ვარ ინფორმირებული”.

წერილობით რომ არ მიუმართავთ საკრებულოსთვის ამას მოდებაძეც გვიდასტურებს, თუმცა, როგორც თავად ამბობს სანდროშვილს დახმარება სიტყვიერად სთხოვა.

მანამდე სანამ სანდროშვილი დანაპირებს გაიხსენებს, ან მოდებაძე საკრებულოს წერილობით მიმართავს და ახალციხეში სანეპიდ სადგურის წარმომადგენლები ჩამოვლენ, სარდაფში ათასობით წიგნი ფუჭდება.

- ”ბევრ ისეთ წიგნს ითხოვენ, რომლებიც უკვე გაფუჭებულია და მათი მოძიება პრობლემას წარმოადგენს”, - ამბობს კაპანაძე.

მოდებაძის თქმით კი სარდაფში მხოლოდ ის წიგნები ინახება, რომლებიც ჩამოწერილია და დიდ საჭიროებას აღარ წარმოადგენს.

განადგურების საფრთხე ემუქრება ახალციხეში, მუზეუმთან არსებული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წიგნებსაც. ახალციხის ციხის დემონტაჟის დროს ბიბლიოთეკიდან წიგნები დროებით ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსის სარდაფში გადაიტანეს და ამ დრომდე აქ ინახება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის ადმინისტრაციის მენეჯერის ციური ლაფაჩის თქმით, წიგნების ციხის ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს: ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ინიციატივით უნდა მოხდეს წიგნების ისევ ციხის ტერიტორიაზე დაბრუნება. არსებობს დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს შენობის გამოყოფა. დოკუმენტაციის მოგვარებას დაახლოებით ათი დღე სჭირდება”.

სანდროშვილის განცხადებით, ციხის ტერიტორიაზე წიგნებისთვის ფართის გამოყოფის თაობაზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ციხის ადმინისტრაციასთან.

ლაფაჩი კი ამბობს, რომ ფართის გამოყოფა ჭიანურდება: ”წიგნების დიდი ხნით გაჩერება არ არის სასურველი უნივერსიტეტის სარდაფში, რადგან შესაძლოა დაზიანდეს”

ახალციხის ბიბლიოთეკის ”საცავში” წიგნები ლპება

ლაფაჩს უჭირს წინასწარ პროგნოზის გაკეთება, თუ რამდენ ხანში შეიძლება რომ წიგნები მუზეუმს კვლავ დაუბრუნდეს: ”პირველ რიგში მოსამზადებელია დოკუმენტაცია, შემდეგ გამოყოფილ შენობაში პირობების მოგვარება და სიგნალიზაციის დაყენება”.

სამეცნიერო ბიბლიოთეკის ნაბეჭდი ფონდი დაახლოებით 17 000 ეგზემპლარია. ბიბლიოთეკის კუთვნილებაშია როგორც სამეცნიერო წიგნები ასევე ჟურნალ-გაზეთები.

- ”ჩვენთან მოდიან სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მოსწავლეები. წიგნებს იყენებენ კონფერენციების, თემების მოსამზადებლად”, - გვიხსნის ლაფაჩი.


[ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
არასწორად გავაშუქეთ თუ გვატყუებენ - ათასობით დამპალი წიგნის ამბავი
ვინ შეეწირა ბიბილიოთეკის სარდაფში დამპალ წიგნებს
დაზიანებული წიგნები ისევ ბიბლიოთეკის სარდაფშია
სარდაფში გამოკეტილ მუზეუმის ფონდს ახალციხის ციხეზე გადაიტანენ
რას პასუხობს ბიბლიოთეკის პროექტის ავტორი გიქოშვილს