FM97.5 / LIVE
არასწორად გაშუქებული ამბავი ბიბლიოთეკაში წიგნების განადგურების შესახებ, თუ სიცრუე სიმართლის დასამალად. რატომ შეიყვანეს ახალციხის გამგებელი შეცდომაში და რატომ ლპება 15 ათასზე მეტი წიგნი ბიბლიოთეკის სარდაფში.">

არასწორად გავაშუქეთ თუ გვატყუებენ - ათასობით დამპალი წიგნის ამბავი

მთავარისაზოგადოება 26.04.2013
”სამხრეთის კარიბჭის” მიერ არასწორად გაშუქებული ამბავი ბიბლიოთეკაში წიგნების განადგურების შესახებ, თუ სიცრუე სიმართლის დასამალად. რატომ შეიყვანეს ახალციხის გამგებელი შეცდომაში და რატომ ლპება 15 ათასზე მეტი წიგნი ბიბლიოთეკის სარდაფში.

არასწორად გავაშუქეთ თუ გვატყუებენ - ათასობით დამპალი წიგნის ამბავი
ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკის სარდაფში ათასობით გაფუჭებული წიგნის შესახებ ”სამხრეთის კარიბჭემ” მასალა 23 აპრილს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

სტატიის გამოქვეყნებიდან მესამე დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბესიკ ბლიაძეს წიგნების შესახებ კითხვა მუნიციპალიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ონლან კონფერენციის მიმდინარეობისას დავუსვით: ”გვაინტერესებს თუ ხართ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ახალციხის საჯარო ბიბლიოთეკის სარდაფში ათსობით წიგნი ფუჭდება… რატომ არ ერთვება ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პრობლემის მოგვარებაში აქტიურად? როგორც თანამშრომლები გვიხსნიან ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს. ადგილობრივი თვითმმართველობის მხირდან კი ამ დრომდე არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა”.

ბლიაძემ გვიპასუხა: ”ეს პრობლემა დღეის მდგომარეობით მოგვარებულია”.

თუ რას გულისხმობდა ბლიაძე პრობლემის მოგვარებაში, რამდენად შესაძლებელი იყო ორ დღეში ათასობით წიგნის სპეციალური ხსნარით დამუშავება, მათი სარდაფიდან ამოტანა და ბიბლიოთეკის ფოიეში თაროებზე განთავსება, ”სახმრეთის კარიბჭემ” გადამოწება დღეს დილით სცადა.

როგორც ბლიაძემ განგვიმარტა, კითხვის დასმის შემდეგ მან ვითარების გარკვევა ახალციხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორთან ბელა მოდებაძესთან სცადა.

”გადავამოწმეთ ეს საკითხი და სამსახურის უფროსმა გვიპასუხა, რომ წიგნები უკვე ამოტანილია სარდაფიდან და დაწყობილია თაროზე”, - გვითხრა ბლიაძემ.

მოდებაძე ადასტურებს, რომ გამგებელმა ”სამხრეთის კარიბჭეს” პასუხი სწორედ მისგან მიღებული ინფრომაციის საფუძველზე გასცა.

ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკის მენეჯერი თინათინ კაპანაძე კი გვიხსნის, რომ ამ დრომდე (და მით უფრო 23 აპრილიდან 26 აპრილამდე, მას შემდეგ რაც სტატია გამოქვეყნდა) სარდაფიდან არცერთი წიგნი არ ამოუტანიათ.

მოდაბაძე არასწორად გავრცელებული ინფრომაციის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ წიგნების შესახებ ამბავი არასასიამოვნოდ გაშუქდა.

არასწორად გავაშუქეთ თუ გვატყუებენ - ათასობით დამპალი წიგნის ამბავი

”წიგნები, რომლებიც გადაიღეთ ტომრებში, ჩამოსაწერია. ვერ ვიტყვი, რომ რაც გაფუჭდა უმნიშვნელოვანესი წიგნები, ან იშვიათი ეგზემპლარები იყო. წიგნების მხოლოდ მცირე ნაწილი გაფუჭდა. დროზე მივუსწარით და საკრებულოს თავმჯდომარემ გამგეობიდან თაროები გადმოზიდა და საბავშვო ბიბლიოთეკის ფოიეში განვათავსეთ”, - ამბობს მოდებაძე.

- გარდა ტომრებისა ჩვენ თაროებზეც ათასობით წიგნი გადავიღეთ, არც ის წიგნებია საჭირო?

- თაროებზე რა წიგნებიცაა როგორ არ გვჭირდება, მაგრამ ამოგვაქვს ნელ-ნელა, იმ წიგნების ამოტანა მალე ვერ მოხდება, რადგან თავისებური დასუფთავება სჭირდება და ამას მიაქვს დრო.

განა დაგროვდა გაფუჭდა და არ მივაქციეთ ყურადღება, უცებ გაფუჭდა.

- თუ წიგნები ამ დრომდე სარდაფში რჩება, მაშინ რატომ გვითხრა გამგებელმა რომ პრობლემა გადაჭრილია?

- ამ დროისთვის, ეგ პრობლემა გვარდება და მოგვარებულია რა მხრივ, სტელაჟები რომ გადაიტანეს იქ ამოგვაქვს ნელა-ნელა. უკან რაც არის წიგნები დალაგებული ის ნაკლებ სასიშროებას წარმოადგენს.

რაც მთავარი იყო ის წიგნები ამოტანილია. 100 პროცენტით მოგვარებული არ არის, მაგრამ გვარდება, უყურადღებოდ არავის დაუტოვებია.

- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ პრობლემის მოგვარება დაწყებულია?

- ამოგვაქვს ნელ-ნელა.

- როგორც ბიბლიოთეკის მენეჯრმა განმარტა, სანეპიდ სადგურის წარმომადგენლების ჩამოყვანაა საჭირო, რომ წიგნები დამუშავედეს და ფოიეში ისე ამოიტანონ, თქვენ როგორ ამოგაქვთ?

- მერე რა, რაც გაფუჭებული არ არის, ისინი ამოგვაქვს, რომ დანარჩენზე არ გადავიდეს.

ბიბლიოთეკის მენეჯერის განცხადებით, წიგნების ამოტანა რომ დასაშვები და შესაძლებელი იყოს ამ დრომდე სარდაფში არ დატოვებდნენ: ” ორ დღეში რას ამოვიტანდით და თუ საშუალება გვაქვს, რომ ამოვიტანოთ, რატომ დავტოვებთ სარდაფში?! დამპალი და სოკო გაჩენილი წიგნები რომ ამოვიტანოთ, სულ გააფუჭებს ფონდს”.

მისი განცხადებით, ჯერ სანეპიდ სადგურმა დეზინფექცია უდნა ჩაატაროს, შემდეგ იმისთვის, რომ თითოეული წიგნის თითუეული ფურცელი სათითაოდ დამუშავდეს სპციალისტები გადაამზადონ, ყველა წიგნს მოაშორონ ჭია და მხოლოდ ამის შემდეგ ამოზიდონ.

”რაც დამპალი და გახრწნილია მათ დამუშავებას აზრი არ აქვს, ძალიან დიდი ნაწილი კი უკვე სულ განადგურებულია. სარდაფიდან დაახლეობით 15 ათასი წიგნი ამოვა”, - ამბობს თიანთინ კაპანაძე.

იმისათვის, რომ სანეპიდ სადგურის წარმომდგენლები ახალციხეში ჩამოვიდნენ თანხა ადგილობრივმა თივთმმართველობამ უნდა გამოყოს, თუმცა, ამ დომდე ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული არაა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა საზეიმო ვითარებაში 2011 წლის 26 დეკემბერს გაიხსნა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბიბლიოთეკაში დაზიანებული წიგნების დამუშავება დაიწყეს
ახალციხის ბიბლიოთეკის ”საცავში” წიგნები ლპება
ახალციხის ბიბლიოთეკის ეზოში წიგნებს აშრობენ
როგორ აპირებს დამპალი წიგნების გადარჩენას ჟუჟუნაძე?
ბიბილიოთეკის სარდაფიდან წიგნების ამოტანა დაიწყო
ვის მოუწევს სამსახურის დატოვება ათასობით დამპალი წიგნის გამო
ვინ შეეწირა ბიბილიოთეკის სარდაფში დამპალ წიგნებს