FM97.5 / LIVE
ქარის დროს გადახდილმა სახურავმა ასპინძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილები დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო. დაზიანებულია სატელეფონო ხაზებიც.">

ასპინძის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

მთავარიეკონომიკა 24.04.2013
ძლიერი ქარის დროს გადახდილმა სახურავმა ასპინძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მილები დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო. დაზიანებულია სატელეფონო ხაზებიც.

ასპინძის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
შემთხვევა გუშინ 23 აპრილს მოხდა. ძლიერმა ქარმა ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე #28 ბინას სახურავი მთლიანად გადახადა. ძირს ჩამოვარდნილმა სახურავმა ბუნებრივი აირის დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის მილი დააზიანა. კომპანია ”ელ-ენის” წარმომადგენლები დაზიანებული მილის შეკეთებას დილიდან ცდილობენ.

”ბუნებრივი აირი სამ კორპუსს არ მიეწოდება. დაახლოებით 100 აბონენტი გაზის გარეშეა დარჩენილი. გაზის მიწოდება ერთი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება”, - განმარტავს კომპანია ”ელ-ენის”დირექტორი ვასო აბულაძე.

ჩამოვარდნილმა სახურავმა ასპინძის ქუჩაზე სატელეფონო ხაზებიც დააზიანა. ამ დრომდე 158 აბონენტს ტელეფონი გათიშული აქვს. შესაბამისად არ მიეწოდებათ ინტერნეტიც. იმის გამო, რომ ახალი სადენები მიწის ქვეშ უნდა გაიყვანონ ადღგენითი სამუშაოები დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კომპანია სილქნეტში ამბობენ, რომ ზარალი 50 000 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

”თბილისიდან სპეციალური ჯგუფი უკვე ჩამოსულია. მიწა 200 მეტრამდეა გასაჭრელი, რომ სადენი მიწაში ჩაიდოს. სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე ვცდილობთ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ამინდმაც ხელი შეგვიწყოს”, - გვითხრა სატელეფონო საუბარში კომპანია ”სილქნეტის” სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის დირექტორმა გია წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეზოში ჩამოყრილმა სახურავმა იქვე მდგომი რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანაც დააზიანა. ამ დრომდე გადახდილია ბინის სახურავიც. ადგილობრივები ხელისუფლებისგან დროულ დახმარებას ითხოვენ.

”წვიმა რომ მოვიდეს ყველას სახლში ჩავა. აუცილებელია გადახურვა დროზე დაიწყონ”, - ამბობს ასპინძის ქუჩის მცხოვრები არმელოდი ლაცაბიძე.

ასპინძის ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალციხეში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ვალეში გაზის მიწოდება დღეს ვერ აღდგება
ბორჯომში 3400-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ასპინძის ორ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა
ახალციხის სამ ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ახალციხის რამდენიმე ქუჩას  გაზი არ მიეწოდება