FM97.5 / LIVE

რვასართულიან კორპუსზე სახურავის გადახურვა სრულდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.06.2016
თამარაშვილის ქუჩაზე, რვასართულიანი კორპუსის გადახურვა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ნახევარზე მეტი უკვე შესრულებულია. სამშენებლო კომპანიას კორპუსის გადახურვის დასულების ვადა 27 ივნისამდე აქვს.

რვასართულიან კორპუსზე სახურავის გადახურვა სრულდება

რვასართულიანი კორპუსის გადახურვა სტიქიიდან 5 დღის შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე გრძელლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენელო კომპანია შპს „მშენებელი -2004“ ასრულებს. კოპუსის გადასახურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69.818 ლარი დაიხარჯება.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და სამშენებლო კომპანია კორპუსის გადახურვას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროზე ადრე დაასრულებს.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და პარალელურად სახურავის გადახურვა ხდება. სამუშაოების 2/3 უკვე შესრულებულია“, – ამბობს ახალციხის მერის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ეკა ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა სახურავი რვასართულიან კორპუსს 23 მაისს გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, სახურავის ნარჩენებმა 5 მანქანა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. მომხდარის შემდეგ მერის დავალებით შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც "წითელი სახურავების“ საქმე უნდა შეისწავლოს.

გარდა აღნიშნულისა, სახურავგადახდლი კორპუსის საქმეს პროკურატურაც იძიებს. ძიება სისხლის სამართის კოდექსის 188–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რვასართულიანი კორპუსის გადახურვა დაიწყეს
სახურავგადახდილი კორპუსის საქმეს პროკურატურა იძიებს
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
‘წითელი სახურავების’ საქმეს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო
სახურავის ნამსხვრევებით დაზიანებული მანქანები  – ანაზღაურდება თუ არა ზიანი
სტიქიის შედეგად სახურავგადახდილი კორპუსის შეკეთება დაიწყეს