FM97.5 / LIVE

დღეს, პარლამენტში, თვითმმართველი ქალაქებიის გაუქმების საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 05.06.2017
დღეს, 5 ივნისს, საქართველოს პარლამენტში, იმ არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებიც 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებას აპროტესტებენ, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

დღეს, პარლამენტში, თვითმმართველი ქალაქებიის გაუქმების საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართება

არასამთავრობოები შეხვედრას ორი თვეა ითხოვენ. პირველად მათ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 29 მარტს მიმართეს – 130-მდე ორგანიზაცია მოითხოვდა, გადაწყვეტილების მიღებამდე სამინისტროს კონსულტაციები გაემართა თვითმმართველობის რეფორმაზე მომუშავე ორგანიზაციებთან და მათი მოსაზრებები გაეზიარებინა.

აღნიშნული მიმართვა სამინისტრომ რეაგირების გარეშე დატოვა, თუმცა, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან შერწყმის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოუხსნია.

18 მაისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გასაერთიანებელი მუნიციპალიტეტების საკრებულოები სხდომის ჩასატარებლად და გადაწყვეტილების მისაღებად ემზადებოდნენ, არასამთავრობოებმა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შეხვედრის მოთხოვნით კვლავ მიმართეს, ხოლო თელავში, ზუგდიდში, გორში, ოზურგეთსა და ახალციხეში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკრებულოს წევრებს მიმართეს და მოსთხოვეს, გადაწყვეტილება ხალხთან კონსულტაციისა და მათი აზრის გათვალისწინების გარეშე არ მიეღოთ.

მიუხედავად ამ მოთხოვნებისა, არც საქართველოს მთავრობას, არც პარლამენტს და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამოქალაქო სექტორის მოთხოვნები არ გაუთვალისწინებიათ. პარალელურად კი, გასაერთიანებელ 14 მუნიციპალიტეტში საკრებულოს სხდომები გამართეს, სადაც გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიიღეს.

29 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კვლავ მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნით, გამართულიყო შეხვედრა და, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოესმინათ საზოგადოების არგუმენტები.

თუმცა, საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, მთავრობის სხდომაზე მიიღო. პრემიერმა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე გარკვეული პირების მხრიდან სპეკულაციები ისმის, თითქოს თვითმმართველობას რამე ემუქრება.

რამდენად შეცვლის დღევანდელი, დაგვიანებული შეხვედრა ვითარებას, ჯერ უცნობია, ვინაიდან პროცესი, ფაქტობრივად, ბოლო ეტაპზეა გასული – მთავრობის მიერ მოწონებულ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NGO-ები: დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან
არასამთავრობოები პრემიერს თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე შეხვედრას სთხოვენ
თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
14 მუნიციპალიტეტის გაერთიანება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლებას - ISFED
რა შედეგით დასრულდა NGO-ების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთან თვითმმართველი ქალაქების საკითხზე
ახალციხის არასამთავრობოების მიმართვა ქალაქისა და თემის საკრებულოებს
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს