FM97.5 / LIVE

14 მუნიციპალიტეტის გაერთიანება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლებას - ISFED

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 18.08.2017
14 მუნიციპალიტეტის გაერთიანება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლებას, როგორც ამ ქალაქებისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის, – ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წინაასარჩევნო გარემოს შეფასებაში.

14 მუნიციპალიტეტის გაერთიანება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლებას - ISFED

ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ხელშესახებ სიახლეს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტების გაყოფა და 7 ახალი თვითმმართველი ქალაქის შექმნა. ეს იყო რეფორმის მხოლოდ პირველი ეტაპი და აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო, რისი მოლოდინიც იყო საზოგადოებაში, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაცია სხვა მუნიციპალიტეტებსაც შეხებოდა. ამის სანაცვლოდ, 2017 წელს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პარალელურად, საზოგადოებისთვის მოულოდნელად, ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებაში განიხილებოდა 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა და 7 მუნიციპალიტეტისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების საკითხი.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და შესაბამის მუნიციპალიტეტებში გადააგზავნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის (მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის) გაუქმებასა და კვლავ 2014 წლამდე არსებული ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებდა. არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთ მოწოდებას, რომ აღნიშულ საკითხზე საგნობრივი დისკუსია ფართო საზოგადოების ჩართულობით გამართულიყო, ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოყოლია. სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობის და მოწოდებების მიუხედავად ყველა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა და მოიწონა სამინისტროს მიერ მომზადებული ინიციატივა მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების და თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შესახებ. რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღება ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა", – ვკითხულობთ ანგარიში.

2017 წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად ფართო საზოგადოების წინააღმდეგობისა, მხარი დაუჭირა 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას. 21 ივლისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა საქართველოს პარლამენტს. 26 ივლისს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა.

"2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 14 თვითმმართველი ერთეული გაერთიანდება და თვითმმართველი ქალაქის სტატუსს მხოლოდ 5 ქალაქი შეინარჩუნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლების როგორც 7 ქალაქისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის", – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
NGO-ები: დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან
თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას პრეზიდენტმა  ვეტო დაადო
დღეს, პარლამენტში, თვითმმართველი ქალაქებიის გაუქმების საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართება
დღეს საკრებულოები  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ
ვლადიმერ ზედგინიძე: თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება არამართებულია
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შემცირებას მხარი დაუჭირა