FM97.5 / LIVE

არასამთავრობოები პრემიერს თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე შეხვედრას სთხოვენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 29.05.2017
'აუცილებლობად მიგვაჩნია, პირადად გაგაცნოთ როგორც გასაერთიანებელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობისა ისე იმ არასამთავრობოების მოსაზრებები, რომლებიც წლებია, თვითმმართველობის საკითხებზე ვმუშაობთ'– არასამთავრობოები პრემიერ-მინისტრს თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე შეხვედრას სთხოვენ.

არასამთავრობოები პრემიერს თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე შეხვედრას სთხოვენ

თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს და შეხვედრა სთხოვეს. ოფიციალური წერილი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შევიდა.

“7 თვითმმართველი ქალაქის თემებთან გაერთიანების საკითხზე, 29 მარტს, 126-მა საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციამ, ასევე, 18 მაისს, 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებისადმი გაავრცელა განცხადებები, სადაც გამოვთქვით მოსაზრებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ამ განცხადებათა ძირითადი მოთხოვნა საკითხის მომზადებისა და განხილვის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. სამწუხაროდ, ამ და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებისა თუ მოქალაქეების მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიუხედავად, რეფორმაზე მსჯელობა მხოლოდ ხელისუფლების შიგნით გრძელდება. პრაქტიკულად, იგნორირებულია საქართველოს კანონმდებლობითა და თვითმმართველობის ევროპული ქარტიით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა მსგავს რეფორმაზე კონსულტაციის პროცესებთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მიმართვაში.

არასამთავრობოები პრემიერს მოუწოდებენ, უახლოეს პერიოდში გამონახოს დრო იმისათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელოს.

“დაუყოვნებლივ აუცილებლობად მიგვაჩნია, ქვეყნის მთავრობის მეთაურს პირადად გაგაცნოთ როგორც გასაერთიანებელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობისა და, ზოგადად, საზოგადოების, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებიც წლებია, თვითმმართველობის საკითხებზე ვმუშაობთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოგმართავთ თხოვნით, დავნიშნოთ შეხვედრა, სადაც მიმდინარე რეფორმაზე ჩვენი, ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებსა და მოსახლების განწყობაზე არსებულ ინფორმაციას გაგიზიარებთ”, – ნათქვამია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ:
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“;
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი;
რეგიონის განვითარების ცენტრი;
ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი;
„კივიტას გეორგიკა“;
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;
საქართველოს მედია-კლუბი;
მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი;
ადამიანის უფლებათა ცენტრი;
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.


შეგახსენებთ, მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებენ.

15 მაისს რეგიონული განვითარების სამინისტროდან ამ ქალაქების საკრებულოებმა წერილები მიიღეს. სამინისტრო საკრებულოებს სთხოვდა თემისა და ქალაქის შეერთების საკითხი განეხილათ და თავიანთი პოზიცია ეცობებინათ.

შვიდივე ქალაქში, მათ შორის ახალციხეში ქალაქშიც და თემშიც, გაერთიანებას მხარი დაუჭირეს


ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ქალაქის დეპუტატების გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მიესალმებიან ან პოზიციის დაპიქსირებისგან თავს იკავებენ.


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NGO-ები: დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან
დღეს საკრებულოები  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს
ახალციხის საკრებულომ თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო
დღეს, პარლამენტში, თვითმმართველი ქალაქებიის გაუქმების საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართება
ახალციხეში თვითმმართველობის რეფორმაზე მსჯელობენ
25 არასამთავრობო მთავრობას მოუწოდებს არ შეაფერხოს თვითმმართველობის რეფორმა