FM97.5 / LIVE

რა შედეგით დასრულდა NGO-ების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთან თვითმმართველი ქალაქების საკითხზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.06.2017
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ, რომელიც ეწინააღმდეგება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას, თბილისში პარლამენტის თავმჯდომარესა და რეგიონული განვითრების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

რა შედეგით დასრულდა NGO-ების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთან თვითმმართველი ქალაქების საკითხზე

შეხვედრას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა და ორგანიზაცია “საუნჯეს” წარმომადგენელი ეგნატე შამუგია ესწრებოდნენ. როგორც არჩილ თოდუამ განაცხადა, შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა: “კარგია, რომ შეხვედრა ჩატარდა, თუმცა მას კონკრეტული შედეგი არ ჰქონია. გავცვალეთ შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველა დავრჩით ჩვენს პოზიციაზე. მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების გამსხვილება. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს”.

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა. მათ შესაბამისი თხოვნით რეგიონული განვითარების სამინისტროს თავად მიმართეს.

თვითმმართველობებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. დოკუმენტის თანახმად თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე შემცირდება. კერძოდ, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი – თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს შეუნარჩუნდება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის ავტორიც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, ცვლილებების შეტანას 20 კანონში ითვალისწინებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე თვითმმართველი ქალაქი აღარ იქნება – პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი
გრიგოლ ლილუაშვილის არგუმენტები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე [Video]
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შემცირებას მხარი დაუჭირა
თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
დღეს, პარლამენტში, თვითმმართველი ქალაქებიის გაუქმების საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართება
არასამთავრობოები პრემიერს თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე შეხვედრას სთხოვენ
NGO-ები: დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან