FM97.5 / LIVE

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.07.2017
რატომ ითხოვს 16 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილების ანტიკონსტიტუციურად ცნობას.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს
კონსტიტუციის შეცვლა და თვითმმართველი ერთეულების შექმნა-გაუქმება ის ორი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაში მოსახლეობის ჩართულობის სავალდებულოობას საქართველოს კონსტიტუციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. ისევე, როგორც კონსტიტუციის ცვლილების შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების დროსაც, მოსახლეობასთან საკითხის წინასწარი განხილვა სავალდებულო პროცედურაა. ამ პირობის დარღვევა საფრთხის ქვეშ აყენებს მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას და მისი ანტიკონსტიტუციურობის რისკებს ქმნის.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „თვითმმართველი ერთეულის გაუქმებას ან მისი ადმინისტრაციული საზღვრების გადასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაციები“, რამდენადაც, „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით“.

7 თვითმმართველი ქალაქისათვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას, საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო კონსტიტუციური ვალდებულების სათანადოდ შესრულება, კერძოდ, კონსულტაციების გამართვა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. შემდგომში, საქართველოს პარლამენტმა, რომლის უმთავრესი ფუნქცია კანონის შესრულებისა და მთავრობის კონტროლია, მთავრობის ინიციატივის განხილვისას არ იმსჯელა ზემოაღნიშნული კონსტიტუციური ვალდებულების დაცულობაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატებს, პირველ რიგში კი, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფ პოლიტიკურ ძალებს, გამოიყენონ კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამოქალაქო კულტურის საერთაშრისო ცენტრი

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი

საქართველოს მედია კლუბი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ლიბერალური აკადემია – თბილისი

რეგიონის განვითარების ცენტრი

გორის საინფორმაციო ცენტრი

„საუნჯე“

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არასამთავრობოები: 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება დემოკრატიის სტანდარტს შეამცირებს
NGO-ები: დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან
არასამთავრობოები პრემიერს თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თაობაზე შეხვედრას სთხოვენ
დღეს საკრებულოები  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ
დღეს, პარლამენტში, თვითმმართველი ქალაქებიის გაუქმების საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართება
პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა თვითმმართველი ქალაქების სტატუსის  გაუქმებას მხარი დაუჭრია
ვლადიმერ ზედგინიძე: თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება არამართებულია