FM97.5 / LIVE

თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან

მთავარიპოლიტიკა 12.11.2013
რეგიონულ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეს თვითმმართველობის კოდექსს წარუდგენს.

თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 13:00 საათზე დაიწყება და მასში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მელაშვილი, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და დღეს არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქთან ერთად, ეს სტატუსი დამატებით 13 ქალაქს მიენიჭება. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები. თვითმმართველი ერთეულების - ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები იქნება არჩევითი.

გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.კოდექსით, ასევე, განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც სოფლის მაცხოვრებელთა რეალური საჭიროებების გამოვლენასა და მათ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

დღევანდელი შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ფასილიტატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდასა“ და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით იმართება.

თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა და მას საქართველოს პარლამენტი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განიხილავს.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თბილისში თვითმმართველობის კოდექსი  განიხილეს
გრიგოლ ლილუაშვილის არგუმენტები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე [Video]
რა შედეგით დასრულდა NGO-ების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთან თვითმმართველი ქალაქების საკითხზე
პარლამენტმა თვითმმართველი ქალაქების შემცირებას მხარი დაუჭირა
მომავლის თვითმმართველობა
დღეს, პარლამენტში, თვითმმართველი ქალაქებიის გაუქმების საკითხზე არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართება
ახალციხეში თვითმმართველობის რეფორმაზე მსჯელობენ