FM97.5 / LIVE

ორი დღეა დაბა ასპინძაში სასმელი წყალი არ აქვთ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 12.05.2017
ორი დღეა დაბა ასპინძას სასმელი წყალი არ მიეწოდება და როგორც წყალმომარგების კომპანიაში ამბობენ, რომ სამი დღე კიდევ არ ექნებათ. ასპინძაში ამბობენ, რომ წყლის პრობლემები ტრადიციად იქცა – ყოველ წვიმას უწყლობა, ან ჭუჭყიანი წყალი მოსდევს.

ორი დღეა დაბა ასპინძაში სასმელი წყალი არ აქვთ

ორი დღეა დაბა ასპინძაში სასმელ წყალს ყიდულობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ რატომ არ აქვთ წყალი, არ იციან.

„ხომ შეიძლება სოციალური ქსელით, ან ტელეფონზე შეტყობინებით გაგვაგებინონ, რომ ჩვენც წინასწარ ვიცოდეთ და მოვიმარაგოთ. კიდევ სამი დღე რომ არ გვექნება, ეგეც მეზობლისგან, შემთხვევით გავიგეთ“, – გვეუბნება ასპინძის მკვიდრი ლეილა ხმალაძე.

ასპინძაში ამბობენ, რომ ეს წყლის მიწოდების შეწყვეტის პირველი შემთხვევა არ არის.

„რომ გაწვიმდება, ჩვენთან სულ ასეთი პრობლემებია. მაღაზიაში ვყიდულობთ, აბა უწყლოდ ხომ არ მოვკვდებით“, – ამბობს თინათინ კალაიჯიშვილი.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ მთებში თოვლის დნობის გამო, ოთის წყლების სათავე ნაგებობა, საიდანაც მოსახლეობას წყალი მიეწოდება დაბინძურდა და ფილტრების გაწმენდის პროცესი მიმდინარეობს.

კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერის ბორის სპანდერაშვილის თქმით, დაბის მოსახლეობას წყალი წყალმზიდებით მიეწოდება: „გუშინ დუშეთიდან ორი წყალმზიდი ჩამოვიყვანეთ და ადგილობრივებს სასმელ წყალს ასე ვაწვდით. ვფიქრობ, სამ დღეში გაიწმინდება სათავე ნაგებობა და წყალს ისე გამოვუშვებთ. მაგრამ, წყლის ხარისხი როდემდე იქნება ცუდი, ამას ვერ გეტყვით, კლიმატზეა დამოკიდებული“.

რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას, სპანდერაშვილი ამბობს, რომ იმ ელექტრონული ბაზიდან, რომელიც კომპანიას გააჩნია, ადგილობროივებს მოკლეტექსტური შეტყობინებები დაუგზავნეს.

ორი დღეა დაბა ასპინძაში სასმელი წყალი არ აქვთ

ასპინძელებისთვის პრობლემა მხოლოდ სამელი წყლის შეფერხებით მიწოდება არ არის. ადგილობრივების თქმით, ყოველი წვიმის დროს წყალი იმღვრევა და არათუ სასმელად, საყოფაცხოვრებოდაც ვერ იყენებენ.

„დღეში თითქმის 10 ლარის წყალს ვყიდულობთ. თუ მოვახერხეთ, სხვადასხვა სოფლებიდან ვზიდავთ“, – გვეუბნება ერთ–ერთი ადგილობრივი.

ასპინძაში სასმელი წყლის პრობლემებზე „სამხრეთის კარიბჭეს“ არაერთი მასალა აქვს მომზადებული.

„ასპინძაში წყლის პრობლემა, ყოველ წელს, ტრადიციად არის ქცეული. აქ რომ მაღაზიებში წყალი იყიდება, საქართველოში ისე არსად. აქ რომ კაკაოს მსგავსი, მატლებიანი წყალი დის, ისეთს ვერსად ნახავთ“, – გვეუბნება ლეილა ხმალაძე.

ადგილობრივების თქმით, ყოველ წელს მთავარი პრობლემა ოთის წყლების სათავე ნაგებობაა. ღია სათავე ნაგებობა რომ შესაკეთებელია, ამაზე ასპინძის გამგეობაშიც საუბრობენ. გამგებლის მოადგილის ალექსანდრე პაპაშვილის თქმით, თვითმმართველობამ წყალმომარაგების კომპანიას უკვე მიმართა: „2013 წლიდან ჩვენ უკვე აღარ გვქონდა უფლება წყლის მომარაგებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გვეზრუნა, რადგან წყალმომარაგების კომოანიის ბალანზე გადავიდა ყველაფერი. უწყებას გამგეობამ მიმართა ოთის წყლების სათავე ნაგებობების მოწესრიგებაზე. რა რეაგირებას მოახდენენ, მათზეა დამოკიდებული“.

ოთის წყლების ღია სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ მისი გადაკეთება იგეგმება. თუმცა, კონკრეტულად რა სამუშოები განხორცილდება და რა თანხებში, ამაზე ჯერ ვერ საუბრობენ.

დაბა ასპინძას წლებია წყალი განრიგით, დილით 8:00 საათიდან 12:00 საათამდე, საღამოს კი 16:00 საათიდან 20:00 საათამდე მიეწოდება.

ორი დღეა დაბა ასპინძაში სასმელი წყალი არ აქვთ

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაბა ასპინძას  წყალს  ისევ წყალმზიდებით აწვდიან
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება
ერთი კვირაა დაბა ასპინძას სასმელ წყალს სახანძრო-სამაშველო სამსახური აწვდის
ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება
მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
„ხუთსართულიანების“ დასახლებას  წყალი შეფერხებით მიეწოდება