FM97.5 / LIVE

„ხუთსართულიანების“ დასახლებას წყალი შეფერხებით მიეწოდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.07.2017
ახალციხეში ე.წ. ხუთსართულიანების დასახლების მცხოვრებლები სასმელი წყლის პრობლემაზე ჩივიან. მათი თქმით, ბოლო სამი დღეა წყალი შეფერხებით მიეწოდებათ.

„ხუთსართულიანების“ დასახლებას  წყალი შეფერხებით მიეწოდება
დღეს, 5 ივლისს, კოსტავას ქუჩზე, „ხუთსართულიანების“ მთელს დასახლებას წყალი დილიდან შეუწყდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მათ წყალი გეგმის მიხედვით აღარ მიეწოდებათ.

„ხან დილის საათებში გვიწყდება წყალი, ხან საღამოს. წინასწარ არავინ გვაფრთხილებს, როცა პრობლემაა, შესაბამისად არც მარაგი გვაქვს ხოლმე და ვრჩებით უწყლოდ“ – ამბობენ „ხუთსართულიანების“ მცხოვრებლები.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი ბორის სპანდერაშვილი განმარტავს, რომ პრობლემის მიზეზი წყლის არასაკმარისი წნევაა.

„ურაველში, წყლის სათავო ნაგებობაში, მაღალი ტემპერატურების გამო, წყალი დამშრალია და შესაბამისად, დიდი წნევით ვერ მიეწოდება. გარდა ამისა, ხალხი ბაღებს რწყავს. წყალს დიდხანს უშვებენ ხოლმე. ამის გამოა, რომ წყალს დიდი წნევა აღარ აქვს“, – ამბობს ბორის სპანდერაშვილი.

როგორც წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, პრობლებას სხვა აბონენტებისათვის წყლის მიწოდების შეზღუდვით მოაგვარებენ:„ ვისაც 24 საათი მიეწოდება წყალი, სავარაუდოდ, მათ შედარებით შევუზღუდავთ მიწოდებას, რათა მათ ხარჯზე სხვებთან გამოვიდეს წყალი და წნევაც მეტი იყოს“.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში, „ხუთსართულიანებში“ წყალი მხოლოდ ღამე მოდის
ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში კოსტავას ქუჩას წყალი არ მიეწოდება
ბორჯომის მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხის ორ უბანს წყალი არ  მიეწოდება
ვალის მოსახლეობას წყალი წყალმზიდებით მიეწოდება