FM97.5 / LIVE

ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 07.07.2017
მესამე დღეა ვალეს სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ პრობლემები წყლის სატუმბზე შეიქმნა.

ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება
ვალეში ადგილობრივები სასმელ წყალს ერთ–ერთი წყაროდან ხელით ეზიდებიან. თუმცა ამბობენ, რომ ესეც დაბინძურებული და სასმელად უვარგისია.

„სამი დღეა წყლი წვეთი არ მოსულა, სასმელად, ჭურჭლისთვის ხომ გვინადა, ასე როგორ შეიძლება?! ეზოში ბოსტნეულის მორწყვაზე აღარ ვლაპარაკობთ, ყველაფერი ჩამხმარია“, – გვეუბნება ვალის მკვიდრი მაყვალა მანველიშვილი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა ბოლო სამი წლის განმავლობაში არა ერთხელ დადგა.

„შარშანაც ასე იყო, ბოლო წლებია სულ ასე ვართ. ვედროებით რამდენი შეიძლება ვზიდოთ, ჩვენი პატრონი არავინაა!“ – ამბობს ადგილობრივი მარიამ ნასყიდაშვილი.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი ბორის სპანდერაში აცხადებს, რომ წყლის სატუმბზე ტექნიკური ხარვეზები იყო: „თანამშრომლები უკვე გასულები იყვნენ და მოაგვარეს. ვალის მოსახლეობა წყალს ჩვეულ რეჟიმში მიიღებს“.

ვალის მოსახლეობა სასმელი წყლით მდინარე ფოცხოვიდან მარაგდება, რომლის სატუმბი სადგურიც ვალის მეორე შახტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება


ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება


[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება
მერვე დღეა ვალეში  სასმელი  წყალი არ აქვთ
ვალის მოსახლეობას წყალი წყალმზიდებით მიეწოდება
ორი დღეა დაბა ასპინძაში სასმელი წყალი არ აქვთ
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
გიორგი ბაგინაშვილი: ვალეში წყლის მიწოდება შეიძლება დღესაც აღდგეს
ვალელები სასმელი წყლის ყოველდღიურად მიწოდებას ითხოვენ