FM97.5 / LIVE

ახალციხის მერი ვეტერანების საქმეზე: „სოფლებში სახლები აქვთ და იქ იცხოვრონ“

მთავარისაზოგადოება, სამართალი 10.03.2017
ვეტერანების სადავო შენობიდან გამოსახლების შემთხვევაში, ახალციხის მერია თავშესაფრით მათ დაკმაყოფილებას არ აპირებს.

ახალციხის მერი ვეტერანების საქმეზე: „სოფლებში სახლები აქვთ და იქ იცხოვრონ“
სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულ ვეტერანებს, შესაძლოა, უახლოეს დღეებში სასამართლოს გადაწყვეტილებით, შენობა დაატოვებინონ. ვეტერანების ოჯახის წევრები ახალციხის ადგილბორივ თვთმმართველობას ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ. თუმცა, ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა არ მიმდინარეობს.

„მათთვის ბინების მოძიებაზე არ ვმუშაობ და ფათით მათ დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. სოფლებში სახლები აქვთ და იქ იცხოვრონ. ურაველში ადამიანს ორსართულიანი სახლი ჰქონდეს და ქალაქში თხოულობდეს ბინას ასეთია რაფერი მინახავს. ან ადიგენის მაცხოვრებელი იყოს და ახალციხეში ითხოვდეს ბინას“, – ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე.

მისი თქმით, ქალაქში გამოუყენებელი შენობები არსებობს, თუმცა ისინი მერიის ბალანსზე არაა. ამიტომ სხვადასხვა უწყებებში მათი თვითმმართველობისთვის გადაცემის მოთხოვნით წერილები გაგზავნილია: „ვმუშაობ იმისთვის, რომ ქალაქის ტერიტორია და მასში შემავალი შენობები დადგინდეს. ამ შენობების მერიის ბალანსზე გადაცემის შემთხვევაში გაირკვევა ვის რითი შეიძლება დავეხმაროთ, მაგრამ ჯერ იმ ადამიანებს უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება ვისაც მართლა უჭირს და სახლ–კარი არ აქვს. პირველ რიგში დახმარება ასეთ ადამიანებს სჭირდებათ“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონული სასამართლო ქალაქის მერიის სარჩელს იხილავს, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობა მათ ბალანსზე რიცხულ შენობაში შესახლებული ვეტერანების დაუყოვნებლივ გამოსახლებას ითხოვს.

ვეტერანების 9 ოჯახმა, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს უნებართვოდ დაიკავეს. სადავო შენობა მერიის საკუთრებაა, თუმცა ის 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) ააიპ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გადაეცა. სააგენტომ აქ საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან
ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო