FM97.5 / LIVE

ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა

მთავარისიახლე, სამართალი 28.11.2016
ააიპ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ყოფილი სკოლის შენობაში შესახლებულების საქმეზე სასამართლოში საჩივარი შეიტანა;

ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა

ააიპ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ნანა ზუბაშვილი სასამართლოს მეშვეობით ყოფილი სკოლის შენობაში შესახლებულების გამოსახლებას ითხოვს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში იგი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსს დავით ფეიქრიშვილსაც უჩივის.

„ჩვენი სასამარჩელო მოთხოვნაა, რომ თვითნებურად შესახლებულებს შენობა დაატოვებინონ. ასევე საჩივარში მითითებულია, რომ აქ ვეტერანების შესახლება დავით ფეიქრიშვილის მითითებით მოხდა“, – ამბობს ნანა ზუბაშვილის ინტერესების დამცველი ეკა აბაშიძე. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქ შესახლებულებმა შენობა დააზიანეს ზუბაშვილი მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არ ითხოვს: "ითვალისწინებს მათ ფინანსურ მდგომარეობას და იმიტომ". ეკა აბაშიძემ საჩივარი სასამართლოში 25 ნოემბერს წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 24 სექტემბერს 9 ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან
სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის მერი ვეტერანების მიერ  თვითნებურად  შენობის დაკავებას უკანონოდ აფასებს