FM97.5 / LIVE

ვეტერანების სამმართველოს უფროსს სასამართლოს სხდომა დაატოვებინეს

მთავარისიახლე, სამართალი 02.03.2017
ვეტერანების მიერ დაკავებულ სადავო შენობაში ერთ–ერთი შესახლებული სამმართველოს ყოფილი თანამშრომელია. მერიის სარჩელის განხილვას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.

ვეტერანების სამმართველოს უფროსს სასამართლოს სხდომა  დაატოვებინეს
ვეტერანების საქმის მოსამზადებელი სხდომა დღეს, 2 მარტს ახალციხის რაიონულ სასამართლოში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სამოქალაქო სარჩელით ახალციხის მერია ყოფილი სკოლის შენობაში, პეტრე იბერის N17-ში უნებართვოდ შესახლებული ვეტერანების გამოსახლებას ითხოვს. შესაბამისად პროცესზე მოპასუხე მხარედ წარმოდგენილი ვეტერანები და მათ ოჯახის წევრები იყვნენ. მათ ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ივანე ტატალაშვილი იცავს.

სადავო შენობა ქალაქის მერიის საკუთრებაა, თუმცა ის უზურფრუქტის წესით ააიპ „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ აქვს გადაცემული. სააგენტომ აქ საჯარო მოხელეთა გადამზადების ცენტრი უნდა გააკეთოს. ამდენად პროცესზე მესამე მხარედ ჩართული თავად სააგენტოა და მის ინტერესებს ადვოკატი ეკა აბაშიძე წარმოადგენს.

სხდომის დაწყებისას ახალციხის მერიის იურისტმა მერი გოგოლაურიმა შუამდგომლობა დააყენა. რაც შენობაში შესახლებული ათი პირის (ბესიკ კაპანაძის, გოირგი მიქელაძის, გენადი მსხვილიძის, ბაქარ ბერიძის, რაგული ბერიძის, ფიდო ნადიბაიძის, გიორგი ნადიბაიძის, თეა ნარიმანიძის, სპარტაკ სეთურიძის, ფატმან ჯერანაშვილის) საცხოვრებელი მისამართების რეგისტრაციის ნომრები იყო წარმოდგენილი.

გოგოლაურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ვეტერანების ადვოკატი ივანე ტატალაშვილი: „ეს არ უნდა დაერთოს საქმეს და აქ წარმოდგენილი მისამართები არ უნდა იქნეს ისე განხილული, რომ თითქოს ამ ადამიანებს სხვა საცხოვრებელი სახლები აქვთ საკუთრებაში. ამას მტკიცებულებად ნუ გაიზიარებთ“.

„სათათბირო ოთახში ამას როგორ გამოვიყენებ ეს სხვა საქმეა“, – მიმართა ტატალაშვილს მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ და აღნიშნული დოკუმენტი საქმეს დაურთო.

მოსარჩელე მხარის შემდეგ შუამდგომლობა მოპასუხემაც დააყენა. ივანე ტატალაშვილმა მესამე მხარის, ანუ საქმიდან „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ აცილება ითხოვა. მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ახლადჩამოყალიბებულ მერიასა და სააგენტოს შორის უზურფრუქტის წესით შენობის გადაცემაზე ახალი ხელშეკრულება არ დადებულა: „წლების წინ სააგენტომ უზურფრუქტის წესით გადაცემაზე ხელშეკრულება ახალციხის მუნიციპალიტეტის მაშინდელ საკრებულოს თავმჯდომარესთან მალხაზ ასპანიძესთან გააფორმა, მერიის ჩამოყალიბების შემდეგ კი ისიც არ დაწერილა რომ ის ხელშეკრულება ძალაში რჩებოდა“.

მოსამართლემ ივანე ტატალაშვილის არც ეს პოზიცია გაიზიარა, გიორგი ლონდარიძის განცხადებით, ახალციხის მერია, მაშინდელი თვითმმართველობის სამართალმემკვიდრეა და შესაბამისად, სააგენტო საქმეში მონაწილეობას მესამე მხარედ, ჩვეულებრივ, გააგრძელებს.
ამის შემდეგ სასამართლოში მოპასუხეების, ანუ იმ ადამიანების ვინაობის გარკვევა კიდევ ერთხელ სცადეს, ვისაც სადავო შენობაში დაკავებულ ფართზე პრეტენზია აქვს. მერიისა და სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, იმ სიაში წარმოდგენილ ათივე პირს, რომელიც სასამართლოს გადასცეს, აქ ფართი უკავია.

„ფატმან ჯერანაშვილს აქ არაფერი არ აქვს“, – განაცხადა სხდომაზე ივანე ტატალაშვილმა.

დღეს ჯერანაშვილი სხდომას არ ესწრებოდა. მისგან გასნხვავებით დარბაზში იყვნენ წარმოდგენილი სხვა ვეტერანები, რომლებიც სადავო შენობაში დაკავებულ ფართზე პრეტენზიას აღარ აცხადებენ.

„არ ვცხოვრობ იქ, არც მე და არც ჩემი შვილი გიორგი ნადიბაიძე“, – განაცხადა სხდომაზე ფიდო ნადიბაიძემ, რომელიც 2016 წლის 26 სექტემბერს, ანუ მაშინ როცა სადავო შენობაში ვეტერანები შეიჭრნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში მუშაობდა.

ვეტერანების სამმართველოს უფროსს სასამართლოს სხდომა  დაატოვებინეს

„მაშინ როგორ მოხვდით იქ? ან აქ წარმოდგენილ სიაში რატომ ხართ? თან სარჩელში წერია, რომ თქვენ ერთ–ერთი აქტიური და დაინტერესებული პირი ხართ“, – მიმართა მოსამართლემ ფიდო ნადიბაიძეს.

როგორც ნადიბაიძემ სასამართლოში განმარტა, მან აქ ბინა მას შემდეგ დაიკავა, რაც საფრთხე დაინახა, რომ შენობაში, სადაც ვეტერანები შესახლდნენ, ჩამოსახლება სხვადასხვა სოფლიდან სხვებსაც უნდოდათ: „მაშინ ვეტერანების სამმართველოში ვმუშაობდი, ამიტომ ეს საქმე კარგად ვიცოდი. აქ ყოველდღე მოდიოდნენ სოფლებიდან ფართის დაკავება უნდოდათ. ამიტომ ერთ–ერთი ოთახხი გამოვკეტე და ბოქლომი დავადე“.

ფიდო ნადიბაიძის, შვილმა გიორგი ნადიბაიძემ კი განაცხადა, რომ მას სადავო შენობში პრეტენზია არაფერზე აქვს: „არც ის ვიცი ამ პროცესზე რატომ ვარ. გორის N4-ში ვცხოვრობ, ბებიის ბინაში, 2008 წლის ომის მონაწილე ვარ, მე და მამაჩემს ერთი ოჯახი გვაქვს, მაგრამ იმ ფართით [სადავო შენობით] დაინტერესებული მამაჩემია“.

ყოფილი სკოლის შენობაში ოთახი დაიკავა, თუმცა ახლა პრეტენზიას აღარ აცხადებს რაგული ბერიძე: „მანდ არ მიცხოვრია და არც შემდგომში ვაპირებ. რაღაც ფართი დავიკავე, არც სახურავი აქვს, არც კარი“.

ვიდრე სასამართლო იმ ათი პირის ვინაობისა და პრეტენზიის შესახებ გაარკვევდა, ვინც სიითაა საქმეში წარმოდგენილი, სხდომაზე სიტყვიერად ერთმანეთს სააგენტოს ადვოკატი ეკა აბაშიძე და დარბაზში მჯდომი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი დაუპირისპირდნენ. მათ შეკამათება სწორედ ამ ათკაციანი სიის გამო მოუვიდათ.

აბაშიძის თქმით, ეს გუბერნიას თავად ფეიქრიშვილმა გადასცა, გუბენრიამ კი მხარეებს მიაწოდა. დარბაზიდან არა ერთხელ შეპასუხების გამო მოსამართლემ ფექირიშვილი დარბაზიდან გააძევა.

მომავალი სხდომა 21 მარტს 14:00 საათზე გაიმართება.

ვეტერანების სამმართველოს უფროსს სასამართლოს სხდომა  დაატოვებინეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან
ვეტერანების საქმის განხილვა გადაიდო
ვეტერანები წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს