FM97.5 / LIVE

სასამართლომ ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 19.04.2017
ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე,ყოფილ სკოლა–ინტერნატის შენობაში შესახლებულ ვეტერანებს, სასამართლოს ძალით გამოასახლებენ, – მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ ახალციხის მერიის სარჩელი დააკმაყოფილა.

სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო

ახალციხის რაიონულ სასამართლოში საბოლოო სხდომა დღეს, 19 აპრილს გაიმართა. მოსამართლე გიორგი ლონდარიძის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ახალციხის მერიის სარჩელი ყოფილი სკოლა–ინტერნატიდან თვითნებურად შესახლებული 9 ოჯახის გამოსახლების თაობაზე. შენობაში შესახლებულ თითოეულ ოჯახს 120 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდაც დაეკისრა.

ლონდარიძის ამ გადაწყვეტილებამ დარბაზში მყოფი ვეტერანების პროტესტი გამოიწვია.

„აქ ყველა ომის ვეტერანია, ზოგს ასთმა აქვს, ზოგს კანტუზია და ამ ხალხის უსახლკაროდ დატოვება უნდათ?! ისეც გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. არ გავჩერდებით და არც გამოსვლას ვაპირებთ, თუნდაც ავტომატით დაგვადგნენ და დაგვიჭირონ, ციხეში თავშესაფარი მაინც გვექნება“, – ამბობს ნინელი მიქელაძე.

ვეტერანები არც სასამართლოს მიერ დაკისრებული ბაჟის გადახდას აპირებენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებას, დღეს მხოლოდ ვეტერანები და მათი ადვოკატი დაესწრნენ. სასამართლოში მერიის წარმომადგენელი და არც მესამე მხარედ ჩართული ააიპ „სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ადვოატი ეკა აბაშიძე, პროცესს არ დასწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს 9 ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება
სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან
ეგრეთ წოდებული ვეტერანების საქმე – რა მოხდა? [მოკლედ]