FM97.5 / LIVE

მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 31.01.2017
ახალციხეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხუთი წლის წინ დაწყებული მშენებარე კორპუსის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება;

მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“
ამის შესახებ ‘სამხრეთის კარიბჭესთან’ მშენებელი კომპანია „ზიმოს“დირექტორი ზურაბ კიკნაძე აცხადებს.

იგი შეკითხვაზე, დაფარა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავალიანება, რის გამოც წლების განმავლობაში კორპუსის მშენებლობა ფერხდებოდა, გვპასუხობს: „ჩემსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, ასევე ჩემსა და იუსტიციის სამინისტროს შორის, ყველა საკითხი გაკრვეული და შეთანხმებულია“.

მისი თქმით, როგორც კი კლიმატური პირობები მათ მუშაობის საშუალებას მისცემს, მშენებლობას დაასრულებენ: „გასაკეთებელი მხოლოდ ფასადი დარჩა. ახლა რომ შევუდგეთ მუშაობას ჩამოიყრება, ამიტომ გაზაფხულს ველოდებით. სამუშაოებს მალე დავასრულებთ და ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კოპრუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“.

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, 108–ბინიანი კორპუსის მშენებლობას ათობით ადამიანი ელოდება. მათ ნაწილს ბინის დასრულების მოლოდინში ცხოვრება ქირით უხდება.

როგორც კომპანია „ზიმოს“ სამუშაოების ხელმძღვანელი ბეჟან ბოჭორიშვილი ამბობს ამ დროისთვის აქ გასასხვისებელი მხოლოდ ერთი ბინა დარჩა: „შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი როგორც ვიცი დავალიანება რაც ჰქონდა უკვე დაფარა“.

შეგახსენებთ, კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108 –ბინიან შენობაში უწყებების თანამშრომლებზე 103 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითო თვეში 220 დოლარს იხდის. შენობა, რომელსაც შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები მათივე უწყებების თანამშრომლებისთვის აშენებენ, ხელშეკრულების პირობების თანახმად 2014 წლის 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შსს–ს ახალციხეში მშენებარე კორპუსის დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს
დაუსრულებელი მშენებლობა – შსს მშენებარე კორპუსის დავალიანებას არ ფარავს
ახალციხეში მშენებარე კორპუსში სამუშაოები მარტის ბოლოდან განახლდება
მშენებელი: „ძალოვნების კორპუსში მშენებლობას  მომავალი კვირიდან დავიწყებთ“
ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’
მშენებელი: ‘ძალოვანების კორპუსის მშენებლობა 10 აგვისტომდე დასრულდება’
„შსს–ს ტყვეობაში ვართ“ – წერილი „სამხრეთის კარიბჭეს“