FM97.5 / LIVE

„შსს–ს ტყვეობაში ვართ“ – წერილი „სამხრეთის კარიბჭეს“

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.05.2017
„სიტყვის ხმამაღლა გამოთქმის გვეშინია, რადგან სამსახურებს დავკარგავთ“ – რას წერენ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით რედაქციას.

„შსს–ს ტყვეობაში ვართ“ – წერილი „სამხრეთის კარიბჭეს“
ახალციხეში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროების მიერ მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭემ“ ანონიმური წერილი მიიღო. რომელშიც რედაქციას წერენ, რომ ყველა, ვინც ამ კორპუსში ბინას ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ტყვეობაშია.

„სიტყვის ხმამაღლა გამოთქმის გვეშინია, რადგან სამსახურებს დავკარგავთ. არადა რომ იცოდეთ რა გაჭირვებაში ვართ.... ქირით ვცხოვრობთ და ძლივს გვწვდება ჩვენი საშუალება (თუ ამას ცხოვრება ჰქვია). რამდენი ადამიანი ანუ მობინადრეა ჩემს მდგომარეობაში, რომლებიც ერთმანეთს ვეკითხებით – ხომ არაფერი იცი რა ხდება, გვეღირსება ამდენი წლის შემდეგ ნორამლური ცხოვრება. დაპირებული გაზაფხულიც გადის და არაფერი წინსვლა არ ჩანს. შენობის საქმიანობას ძვრაც არ აქვს, მხოლოდ ერთი პატარა იმედი შეიძლება დავიტოვოთ, რომ ამჯერად თუ ამას შეძლებთ ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია მოიპოვოთ რა გველოდება“, – ვკითხულობთ წერილში.

მშენებელი კომპანიის „ზიმოს“ გენერალური დირექტორი ზურაბ კიკნაძე აცხადებს, რომ დამკვეთებთან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იუსიტციის სამინისტროსთან ფინანსური პრობლემები მოგვარებულია, თუმცა აქ სამუშაოების განახლება ამ დროისთვის ისევ მათზეა დამოკიდებული.

„იურიდიული საკითხია მოსაგვარებელი. მშენებლობის ვადა გასული გვაქვს და გაგრძელება გვჭირდება. ამიტომ ორივე სამინისტროსთან მემორანდუმია გასაფორმებელი. ჩვენ მოთხოვნა უკვე გაგზავნილი გვაქვს და პასუხს ველოდებით“, – აცხადებს ზურაბ კიკნაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროში მშენებარე კორპუსში სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რედაქცია იუსტიციის სამინისტროდან პასუხს ორი დღე ელოდა, ბოლოს კი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ამ დრომდე ვერაფერი გაგვირკვიეს.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს აქ აცხადებენ, რომ პასუხი რედაქციამ მხოლოდ ინფორმაციის წერილობით გამოთხოვის შემდეგ შეიძლება მიიღოს. წერილი კი სამინისტროს 2016 წლის 18 მარტს მივწერეთ. მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროში პასუხის მიღების მოთხოვნთ არა ერთხელ დავრეკეთ, თუმცა უშედეგოდ. აქ ყოველ ჯერზე გვიხსნიან, რომ ჩვენი კითხვები ეკონომიკურ დეპარტამენტშია გადაგზავნლი და პასუხს დაგვიბრუნებენ.

შესაძლოა რედაქციამ ვიდრე წერილს მიიღებს, მანამდე კორპუსში ადგილობრივებს დასრულებული ბინები გადასცენ. მშენებელი კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ მშენებლობას სამინისტროებიდან მემორანდუმის მიღების თანავე განაახლებს.

შეგახსენებთ, კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108 –ბინიან შენობაში უწყებების თანამშრომლებზე 103 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითო თვეში 220 დოლარს იხდის. შენობა, რომელსაც შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები მათივე უწყებების თანამშრომლებისთვის აშენებენ, ხელშეკრულების პირობების თანახმად 2014 წლის 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მშენებელი: „ძალოვნების კორპუსში მშენებლობას  მომავალი კვირიდან დავიწყებთ“
დაუსრულებელი მშენებლობა – შსს მშენებარე კორპუსის დავალიანებას არ ფარავს
მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“
შსს–ს ახალციხეში მშენებარე კორპუსის დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს
ახალციხეში მშენებარე კორპუსში სამუშაოები მარტის ბოლოდან განახლდება
ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’
მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ