FM97.5 / LIVE

ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 19.02.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა მელიქიძის განცხადებით, მშენებარე კორპუსის დასასრულებლად მშენებელი კომპანია ამ დრომდე თანხის ჩარიცხვას ელოდება, თუმცა რომელი სამინისტროდან ამას მერი არ აკონკრეტებს.

ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ მას ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე იმ კორპუსის მშენებელთან, რომლის ჩაბარებასაც 108 ოჯახი, მეოთხე წელია უშედეგოდ ელოდება, ხშირი კომუნიკაცია აქვს: „ამ კორპუსის საკითხი მტკივნეული თემაა, ბევრი ადამიანი ამ ბინის სესხთან ერთად ქირის ფულსაც იხდის. ეს საკითხი სიღმისეულად შევისწავლეთ, ხელშეკრულებებიც დეტალურად გავიარეთ“.

მისი თქმით, მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება, თუმცა რომელი დამკვეთისგან, იუსტიციის სამინისტროდან თუ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მელიქიძე არ აკონკრეტებს: „არ ვიცი ვისგან არის გადასარიცხი თანხა, ვფიქრობ, რომ არის რაღაც დეტალები და ვერ ვიხედებით ჯერ კარგად შიგნით რა ხდება“.

შეკითხვაზე, თუ ჰქონდა მას კომუნიკაცია რომელიმე სამინისტროსთან კორპუსის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით, გვპასუხობს: „გვქონდა საუბრები, დეტალებზე ამ წუთში არ გვინდა საუბარი, რადგან ეს ყველაფერი გარკვეულ პროცესებს გადის“.
შეგახსნებთ, რომ მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით, ახალციხის მერს ადგილობრივები გასული წლის დეკემბერში შეხვდნენ. მათ მუნიციპალიტეტის პირველ პირს დახმარება სთხოვეს.

ასევე, შეგახსენებთ, კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108 –ბინიან შენობაში უწყებების თანამშრომლებზე 103 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითო თვეში 220 დოლარს იხდის.

სამინისტროებსა და შპს „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულებამ 6 480 000 ლარი შეადგინა. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბინები მესაკუთრეებს ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მშენებელი: ‘ძალოვანების კორპუსის მშენებლობა 10 აგვისტომდე დასრულდება’
მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“
‘ძალოვნების კორპუსის’ ეზოში  სკვერი მოეწყობა
დაუსრულებელი მშენებლობა – შსს მშენებარე კორპუსის დავალიანებას არ ფარავს
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა განახლდა
‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება
‘ძალოვნების კორპუსის’ მშენებლობა სრულდება, თუმცა ახლა ეზო უნდა მოეწყოს