FM97.5 / LIVE

ორწლიანი ლოდინი – რატომ ვერ დასრულდა 9 აპრილზე კორპუსის მშენებლობა

მთავარისაზოგადოება 05.05.2016
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსი ორი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როდის ჩაბარდება ბინები მესაკუთრეებს, ჯერ უცნობია;

ორწლიანი ლოდინი – რატომ ვერ დასრულდა 9 აპრილზე კორპუსის მშენებლობა

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, 108–ბინიანი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია. შენობა, რომელსაც შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები მათივე უწყებების თანამშრომლებისთვის აშენებენ, ხელშეკრულების პირობების თანახმად 2014 წლის 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო.

„ვეღარ გავიგეთ ვის უნდა მივმართოთ, ყველა ვიღაცასთან გვამისამართებს და პასუხისმგებლობას თავიდან იშორებს. არადა ხელფასიდან საარსებო მინიმუმი გვრჩებოდა ბინის ფული რომ დაგვეფარა, ახლა ხელფასზე 100 ლარს აქეთ ვამატებთ რომ ბანკში შევიტანოთ. ჩვენ სამისნიტროს ხომ ვერ დავუწყებთ დავას?!“ – ამბობს შსს–ს ერთ–ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობასაც მისი თხოვნით არ ვასაჯაროებთ.

კორპუსის მშენებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108 –ბინიან შენობაში უწყებების თანამშრომლებზე 103 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითოს თვეში 220 დოლარს იხდის.

როგორც მშენებელ კომპანია „ზიმოში“ გვიხსნიან, დრჩენილი 5 ბინის თანხას შინაგან საქმეთა სამინისტრო ფარავს და მათ გაყიდიან.
თუმცა, იმის გამო რომ, ბინების ჩაბარება უვდოდ გაიწელა, ნაწილმა სესხის გადახდა ვეღარ შეძლო და კუთვნილი ფართების გაყიდვა დაიწყო. განცხადებების ნაწილი კორპუსთან, ბოძებზე, ხეებსა და ღობეებზეცაა გამოკრული.

„ბოლო ფასი 24 ათასია. მეორე სართულია. 217 დოლარს ყოველ თვეში ვეღარ ვიხდი ბანკში და ვყიდი. აქამდე უნდა ჩაგვბარებოდა, ახლა ამბობენ, რომ მაისში ჩაგაბარებთო, მაგრამ როდის იქნება, არ ვიცით“, – ამბობს პოლიციის ერთ–ერთი თანამშრომელი, რომელსაც „სამხრეთის კარიბჭე“ როგორც ბინის მყიდველი ტელეფონით ისე ესაუბრა.

ნაწილმა ბინა უკვე გაყიდა და მეორადი ბინა შეიძინა. თუმცა, რადგან ძალოვან უწყებაში მუშაობენ, მედიასთან ღიად საუბარს ერიდებიან: „პრობლემები შეგვექმნება“.

ორწლიანი ლოდინი – რატომ ვერ დასრულდა 9 აპრილზე კორპუსის მშენებლობა

რატომ ვერ სრულდება კორპუსის მშენებლობა

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პრობლემები მშენებელ კომპანიას შეექმნა. როგორც „ზიმოს“ სამუშაოების ხელმძღვანელი ბეჟან ბოჭორიშვილი ამბობს, კომპანია დამკვეთისგან 400 000 ლარამდე თანხის ჩარიცხვას 2012 წლიდან ამ დრომდე ელოდება.

„კორპუსის აშენება, ანუ ძირითადი სამუშაოები, 2013 წლის ზამთარში დასრულებული გვქონდა და ამ დაფინანსების შეწყვეტის გამო პროექტი ბოლომდე ვეღარ დავამთავრეთ. შესრულებული სამუშაო რაცაა, იმის ფული აქვთ ჩასარიცხი“, – ამბობს ბოჭორიშვილი და ამატებს, რომ სამუშაოების ნაწილი წინსწრებადაც ჰქონდათ შესრულებული.

მისი თქმით, მაშინ პრობლემა იმანაც შექმნა, რომ დავალიანება იუსტიციის სამინისტროსაც ჰქონდა დასაფარი, თუმცა აღნიშნული უწყებიდან თანხა კომპანიას 2015 წლის ბოლოს ჩაურიცხეს.

ამ დროისთვის, რომ იუსტიციის სამინისტროს „ზიმოსთან“ არანაირი ფულადი ვალდებულება არ გააჩნია, ამის შესახებ აღნიშნულ უწყებაში „სამხრეთის კარიბჭესაც“ განუცხადეს.

„ბანკის მიერ შერჩეულ თანამშრომლებზე გაცემულ იქნა იპოთეკური სესხები, რომლებიც ჩარიცხულ იქნა შპს „ზიმოს“ ანგარიშზე, თუმცა გამოყენების უფლების შეზღუდვით. 2015 წლის 3 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც მოხდა შპს „ზიმოს“ მიერ შესრულებული სამუშაოების მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაფორმება, სს „საქართველოს ბანკს“ ეთხოვა 489,582.27 ლარის ოდენობის თანხის განკარგვის უფლების შპს „ზიმოსთვის“ მიცემა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 3 თანამშრომლის მიერ ნოემბრში შპს „ზიმოს ანგარიშზე შეტანილ იქნა 54,688.35 ლარი“, – ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს წერილში.

მშენებარე კორპუსში იუსტიციის სამინისტროს სისტემის წარმომადგენლებს 20 ბინა ეკუთვნით, აქედან 2 პროკურატურის თანამშრომელია. მშენებლობის ჯამური ღირებულებიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ბინების ღირებულება 806,901.00 ლარს შეადგენს.

„ამ თანხიდან სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა 268,967.00 ლარია. ხოლო სამინისტროს სისტემის თანამშრომლების მიერ უნდა გადახდილიყო 537,934.00 ლარი. აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ 268,967.00 ლარი შპს „ზიმოსთვის“ სრულად იქნა გადახდილი. სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ ბოლო გადარიცხვა განხორციელდა 2013 წლის 26 ნოემბერს“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ორწლიანი ლოდინი – რატომ ვერ დასრულდა 9 აპრილზე კორპუსის მშენებლობა

შსს–ს უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

პროექტის საერთო ღირებულებით რა თანხა იყო იყო გათვალისწინებული შინაგან საქმეთა სამინისტროდან? შსს–ს რამდენი თანამშრომელი ელოდება აქ ამ დროისთვის მშენებლობის დასრულებას? რატომ ვერ დასრულდა ამ დრომდე პროექტი? როდის ჩაბარდებათ ბინები მოქალაქეებს? რა გახდა თანხის ჩარიცხვის დაგვიანების მიზეზი – ეს და სხვა კითხვები „სამხრეთის კარიბჭემ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 მარტს მიწერა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროში თვენახევრის განმავლობაში არაერთხელ დარეკვის შემდეგ გვიპასუხეს, რომ მონაცემების მიღებას სხვადასხვა დეპარტამენტებიდან ელოდებიან.

როდის შეიძლება მივიღოთ საჯარო უწყებიდან საჯარო ინფორმაციაზე პასუხი, უცნობია, შესაბამისად, უცნობია როდის გადარიცხავს დამკვეთი მშენებელ კომპანიასთან ასობით ათასი ლარის დავალიანებას.

„შიგნით დასრულებულია ყველაფერი, გალესილია, „სტიაშკა“, ელეტროობაა, კიბეები გაკეთებულია. ჩაყენებულია ლიფტები, გარედან ფასადები და და სადარბაზოების რემონტია დარჩენილი, ასევე დარჩენილია თითოეულ ბინამდე დენის მიყვანა და მრიცხველების გაკეთება“, – ამბობს ბეჟანიშვილი.

ორწლიანი ლოდინი – რატომ ვერ დასრულდა 9 აპრილზე კორპუსის მშენებლობა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაუსრულებელი მშენებლობა – შსს მშენებარე კორპუსის დავალიანებას არ ფარავს
შსს–ს ახალციხეში მშენებარე კორპუსის დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს
მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“
ახალციხის მერი მშენებარე კორპუსზე: ‘მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება’
‘ძალოვნების კორპუსის’ მშენებლობა სრულდება, თუმცა ახლა ეზო უნდა მოეწყოს
მშენებელი: „ძალოვნების კორპუსში მშენებლობას  მომავალი კვირიდან დავიწყებთ“
ძალოვანი უწყებების თანამშრომლები ბინების ჩაბარებას ითხოვენ