FM97.5 / LIVE

მშენებელი: „ძალოვნების კორპუსში მშენებლობას მომავალი კვირიდან დავიწყებთ“

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.06.2017
ახალციხეში მშენებარე კორპუსში სამშენებლო სამუშაოების განახლებისთვის მშენებელი კომპანია შსს–სა და იუსიტციის სამინისტროებთან მემორანდუმის გაფორმებას ამ დრომდე ელოდება;

მშენებელი: „ძალოვნების კორპუსში მშენებლობას  მომავალი კვირიდან დავიწყებთ“
მშენებელი კომპანია „ზიმო“ ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში სამუშაოებს მომავალი კვირიდან განაახლებს. ამის შესახებ კომპანიის დირექტორი ზურაბ კიკნაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს.

„სამშაბათიდან საქართველოში ვიქნები და დავიწყებთ. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და იუსტიციის სამინისტროსაც, ვფიქრობ, მემორანდუმი ჩვენთან სამუშაოების გაგრძელებაზე გაფორმებული ექნებათ“, – ამბობს კიკნაძე.

მისი თქმით, იმის გამო რომ კორპუსის მშენებლობის ვადა გასულია, გასაგრძელებად იურიდიული თვალსაზრისით დოკუმენტები ხელახლა მოსაგვარებელია და მიზეზი, რის გამოც გაზაფხულიდან აქ მუშაობა არ დაიწყო, სწორედ ეს იყო.

შეგახსენებთ, კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108 –ბინიან შენობაში უწყებების თანამშრომლებზე 103 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითო თვეში 220 დოლარს იხდის. შენობა, რომელსაც შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები მათივე უწყებების თანამშრომლებისთვის აშენებენ, ხელშეკრულების პირობების თანახმად 2014 წლის 30 ივნისს უნდა დასრულებულიყო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მშენებელი: „ძალოვნებს ახალციხეში მშენებარე კორპუსი ზაფხულში ჩაბარდებათ“
ახალციხეში მშენებარე კორპუსში სამუშაოები მარტის ბოლოდან განახლდება
დაუსრულებელი მშენებლობა – შსს მშენებარე კორპუსის დავალიანებას არ ფარავს
შსს–ს ახალციხეში მშენებარე კორპუსის დავალიანება ჯერ კიდევ არ დაუფარავს
„შსს–ს ტყვეობაში ვართ“ – წერილი „სამხრეთის კარიბჭეს“
მშენებელი: ‘ძალოვანების კორპუსის მშენებლობა 10 აგვისტომდე დასრულდება’
‘ძალოვნების კორპუსის’ ეზოში  სკვერი მოეწყობა