FM97.5 / LIVE

მუსლიმი მრევლი კომისიის გადაწყვეტილებაზე: ‘ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.12.2016
მოხეს კომისიამ მოხეში ახალი მეჩეთის აშენების ვერსიაზე ისე იმსჯელა, თითქოს ეს მუსლიმ მრევლთან შეთანხმებული პოზიცია იყო; თუმცა მრევლს სოფელში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი არც განუხილავს;

მუსლიმი მრევლი  კომისიის გადაწყვეტილებაზე: ‘ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაა’

მოხეს სადავო შენობა ძეგლთა დაცვის საანგეტოს გადაეცემა, მუსლიმებს კი სოფლის ცენტრში ახალ მეჩეთს აუშენებენ. ამის შესახებ მოხეს კომისიამ გადაწყვეტილება ახალციხეში დღეს, 1 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

„ორი შეთავაზებიდან, შეგვესყიდა სალოცავი სახლი და მათთვის გადაგვეცა, ან ახალი მეჩეთი აგვეშენებინა, აირჩიეს ახალი მეჩეთის აშენება, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა დაიდგას ახალი მეჩეთი“, – ამბობს მოხეს კომისიის წევრი და სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე.
შეკითხვაზე, ვინ გადაწყვიტა, რომ მოხეში მუსლიმებს ახალი მეჩეთის აშენება სურთ, მაჭუტაძემ გვიპასუხა: „აქ [კომისიაზე] ასე იყო გაჟღერებული“.

მოხეში მცხოვრები მუსლიმები ირწმუნებიან, რომ არცერთ მათგანს, მოხეს კომისიის მიერ შეთავაზებული ორი ვერსიიდან, ან არსებული სალოცავი გამოესყიდათ და ან ახალი მეჩეთი აეშენებინათ მათთვის, არცერთი არ მიუღიათ.

„დღევანდელი გადაწყვეტილება ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმებზე, უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობა, ხელის გადაგრეხვაა ეს!“ – ამბობს მოხეში მცხოვრები მუსლიმი თემურ მიქელაძე.

მას ეთანხმება ადგილობრივი მუსლიმი მიხეილ ირემაძეც: „ახალი მეჩეთი აგვიშენეთო არავის უთქვამს. ეს ალბათ თვითონ აწყობთ ასე და კომისიაშიც ასე იმიტომ თქვეს. დგას მანდ შენობა და ის გადმოგვცენ“.

მეზობლების პოზიციას იზიარებს, ასევე მუსლიმი თემურაზ მიქელაძეც, თუმცა მათგან განსხვავებით, მას მიაჩნია, რომ თუ ძველი მეჩეთი სააგენტოს მიერ დაცული იქნება და არ დაინგრევა, მისაღებია: „ახალიც რომ არ აგვიშენონ, რას ვიზამთ?! ეს კომისია სადავო შენობის ბედს რომ ვერ გადაწყვეტდა, ვიცოდით, რადგან მართულია და მეტის მოლოდინი არც მქონია“.

მიუხედავად მუსლიმი თემის განწყობისა და სურვილებისა, დღეს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრი მუფთები აცხადებდნენ, რომ ადგილი სოფლის ცენტრში ახალი მეჩეთის ასაგებად სწორედ მუსლიმ თემთან ერთად შეირჩევა.

„იმედი გვაქვს, რომ მრევლი გონიერი და ნიჭიერია. ვიმუშავებთ, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ“, – აცხადებს დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე.

მუსლიმი მრევლი  კომისიის გადაწყვეტილებაზე: ‘ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაა’

სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, მიუხედავად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, იმედს იტოვებს, რომ „საბოლოოდ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ეს მრევლს სურს“.

მრევლი კი აცხადებს, რომ ახალი მეჩეთის ასაგებად ტერიტორიის შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„არ მაინტერესებს სად რას ააშენებენ, მიწის შერჩევაში მონაწილეობას არ მივიღებ“, – ამბობს თემურ მიქელაძე.

„ჩვენ ახალი მეჩეთი და არც მისი ასაშენებელი ადგილი არ გვაინტერესებს“, – აცხადებს მიხეილ ირემაძე.

რაც შეეხება მართლმადიდებელ მრევლს, ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ამბობს, რომ მათ სოფლის ცნეტრში მეჩეთის აშენების საწინააღმდეგო არაფერი ექნებათ: „სოფელში ცენტრი ბევრი ადგილია, შეირჩევა ადგილი და შევთანხმდებით ყველა ერთად“.
მოხეში მცხოვრები ქრისტიანები ამბობენ, რომ ის რასაც იტყვის მეუფე, მათთვის მისაღები იქნება.

„ჩვენ მეუფეს წინააღმდეგ არასდროს წავალთ. რასაც განაცხადებს ის, დავეთანხმებით ყველა“, – აცხადებს მოხეში მცხოვრები ქრისტიანი ნათია რეხვიაშვილი.

როდის აშენდება მოხეში მეჩეთი, კომისიის წევრებს ჯერ ამ შეკითხვაზე პასუხი არ აქვთ.

„ჯერ მიწა უნდა შეირჩიეს, მერე ის გადაეცეს სამუფთო სამმართველოს და ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ამაზე“, – გვითხრა ბეგლარ ქამაშიძემ.

თუმცა, მანამდე სად უნდა ილოცოს მრევლმა და დროში რამდენ ხანს შეიძლება რომ ეს გაჭიანურდეს, რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ამბობს, რომ „ეს უსასრულოდ არ გაიწელება“.

ზარზმის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე კი ფიქრობს, რომ ამის შემდეგ სოფელ მოხეში მუსლიმი მრევლისთვის ლოცვის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება.

მრევლი მოხეს კომისიაში არც ნიკოლოზსა და არც მათ სასულიერო ლიდერებს აღარ ენდობა. კომისიის გაუქმებას ითხოვს და იმედია აქვთ, რომ საბოლოოდ სადავო შენობა მათ გადაეცემათ.

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი მრევლი, ვენდრობით მათ და აუცილებლად გვენდობიან ისინიც, როცა დადებითად გადაწყდება ყველაფერი“, – განაცხადა ბეგლარ ქამაშიძემ.

რას გადაწყვეტენ მუფთები მრევლთან ერთად, მომავალ სხდომაზე გაირკვევა, რომელიც 30 იანვარს, სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართება. სხდომა კომისიის თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ დააანონსა და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
მუსლიმები მოხეში: „ძველი მეჩეთის დასაბრუნებლად ბრძოლას გავაგრძელებთ“
სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს ე.წ. მოხეს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
მოხეში ახალი მეჩეთი აშენდება
მამუკა ვაშაყმაძე მოხეს კომისიის დასკვნაზე: მოგვიწევს დისკუსია, თუმცა, რადიკალიზმი არ იქნება
მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო