FM97.5 / LIVE

მამუკა ვაშაყმაძე მოხეს კომისიის დასკვნაზე: მოგვიწევს დისკუსია, თუმცა, რადიკალიზმი არ იქნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.11.2016
სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ რა რეაქცია ექნება მუსლიმ თემს კომისიის გადაწყვეტილებაზე, მისთვის უცნობია. თუმცა, რადიკალურ ნაბიჯებს რომ არ გადადგამენ, ამაში დარწმუნებულია.

მამუკა ვაშაყმაძე მოხეს კომისიის დასკვნაზე: მოგვიწევს დისკუსია, თუმცა, რადიკალიზმი არ იქნება

მოხის სადავო შენობის შემსწავლელმა კომისიამ, დღეს, 3 ნოემბერს, სხდომაზე გადაწყვიტა, რომ მოხეში სადავო შენობა არცერთ მხარეს არ გადაეცემა. სამცხე–ჯავახეთის მუფთი ფიქრობს, რომ ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, მუსლიმი თემისგან სავარაუდოდ უარყოფითი დამოკიდებულება წამოვა, რადგან მუსლიმები ითხოვენ სალოცავს და ამ დრომდე ღია ცის ქვეშ ლოცლობენ. თუმცა, ვაშაყმაძე დარწმუნებულია, რომ მრევლი რადიკალურ ზომებს არ მიმართავს.

„წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან მუსლიმებისთვის გადაწყვეტილება უცნობია. მოგვიწევს დისკუსია და გადაწყვეტილებას მივიღებთ მუსლიმ თემთან ერთად. მაგრამ, მუსლიმი თემი არის გონიერი, დაფიქრდება და მიიღებს იმ გადაწვეტილებას, რომელიც დემოკრატიული ქვეყნისთვის იქნება აღსანიშნავი მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა მამუკა ვაშაყმაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
ვაშაყმაძე ამბობს, რომ საკითხს თემთან ერთად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ მუსლიმების საკითხის მშვიდობიანად გადაწყვეტაში ხელს შეუწყობენ.

შეგახსენებთ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ფარგლებში ორი წლის წინ შექმნილმა კომისიამ, რომელსაც მოხეს მეჩეთის საკითხი უნდა შეესწავლა, დღეს გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, შენობა არცერთ მხარეს არ გადაეცემა, იქნება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ. მუსლიმებს კი ორ ვერსიას შესთავაზებენ: პირველი, – სახელმწიფო შეისყიდის იმ კერძო შენობას, რომელშიც მუსლიმები აქამდე ლოცულობდნენ და მას გადასცემს მუსლიმებს. და მეორე, სახელმწიფო სოფელ მოხეში შეისყიდის მიწას და იმ მიწაზე მუსლიმებს აუშენებს სალოცავს.

ეს გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა კონსესუსის შედეგად მიიღეს. რას გადაწყვეტენ ადგილობრივი მუსლიმები, ამ ეტაპზე უცნობია. „სამხრეთის კარიბჭე“ სოფელ მოხეში გაემგზავრა და მუსლიმების დამოკიდებულებას კომისიის გადაწყვეტილებისადმი, დღის ბოლოს გაცნობებთ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება მოხეს კომისიის დასკვნაზე
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო
სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს ე.წ. მოხეს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
თამთა მიქელაძე: მოხის კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია რამდენიმე არგუმენტის გამო
მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
მეუფე თეოდორე: მიუღებელია ადამიანი ქუჩაში იდგეს და ლოცულობდეს
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო