FM97.5 / LIVE

მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.11.2016
ვიდრე მოხეს კომისია მრევლისთვის შეთავაზებულ ორ ვერსიაზე იმსჯელებს, მუსლიმები აცხადებენ, რომ არცერთს არ ღებულობენ; მრევლი ამის შესახებ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს მოხეში უკვე ესაუბრა;

მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“

რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მოხეში ადგილობრივ მუსლიმებს შეხვდა.

„გუშინ ვიყავი, მუსლიმებს შევხვდი, ვისაუბრეთ“, – ამბობს ზაზა ვაშაყმაძე.

თუმცა, იგი საუბარს იმის შესახებ, რომ მუსლიმები მოხეს კომისიას აღარ ენდობიან და გაუქმებას ითხოვენ, თავს არიდებს. ვაშაყმაძე არც გუშინდელი შეხვედრის დეტალებზე საუბრობს: „კომისია თავის სათქმელს პირველ დეკემბერს იტყვის“.

სამ დღეში, სამცხე–ჯავახეთის სამხარეოში ადმინისტრაციაში ე.წ. მოხეს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

შეკითხვაზე, რა პოზიციას დააფიქსირებს მუსლიმი მრევლის სახელით სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე გვპასუხობს: „ამ შენობის [მოხეს სადავო შენობა] ბედი უნდა იქნეს გადაწყვეტილი. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ“.

მოხეში მცხოვრები მუსლიმები აცხადებენ, რომ სოფელში ახალი მეჩეთის აშენება არ უნდათ. მათ არც აქამდე სალოცავად არსებული სახლის გადაცემა სურთ, რადგან მას მეჩეთის საძირკველი არ აქვს. კომისიამ კი მათ სწორედ ეს ორი ვერსია შესთავაზა.

„ახალი მეჩეთის აშენების წინააღდეგი ვართ ნებიმსიერ ადგილზე სოფელში. ვითხოვთ არსებული მეჩეთის გადმოცემას“, – ამბობს მოხეში მცხოვრები თემურ მიქელაძე.

შეკითხვაზე, რამდენად აქვთ სადავო შენობის გადაცემის იმედი, მიქელაძე შეკითხვითვე გვპასუხობს: „თქვენ აფხაზეთის დაბრუნების იმედი დაკარგული გაქვთ?!“

მოხეში მცხოვრები მუსლიმები შიშობენ, რომ ახალ სალოცავს ძველის სანაცვლოდ აუშენებენ, ეს კი არ უნდათ: „გაირკვეს ამ შენობის ბედი, წარმომავლობა და ახალ სალოცავზე ამის მერე ვილაპარაკოთ“.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ პირადად იგი სოფელში ახალი სალოცავის აშენების წინააღმდეგი არაა, თუმცა ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ სურს.

მოხეში მცხოვრები მუსლიმები ამის შესახებ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს მოხეში ყოფნისას ესაუბრნენ.

„გვითხრა, თქვენ არავინ არაფერს არ გკითხავთ, სახელმწიფო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ის იქნება თქვენთვისაც მისაღებიო. ცოტა მუქარანარევი ტონი ჰქონდა, გვსაყვედურობდა. მერე თქვა, სამუშაო ჯგუფი შევქმნათ და ტერიტორია შევარჩიოთ ახალი მეჩეთის ასაგებადო. ვკითხე, მაგას რისთვის აკეთებთ–თქო და პოლემიკაში არ შემოვდივარ თქვენთანო“, – გვიყვება მიქელაძე.

შეგახსენებთ, რომ მოხეს კომისიის სხდომა პირველ დეკემბერს გაიმართება. ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მხიედვით მუსლიმ მრევლს ორი ვერსია შესთავაზეს. მათ სახელმწიფო სოფელში ახალ მეჩეთს აუშენებს, ან იმ სალოცავს, რომელშიც ამ დრომდე ლოცულობდნენ, სახელმწიფო შეისყიდის და სარგებლობის უფლებით გადასცემს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს ე.წ. მოხეს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
მამუკა ვაშაყმაძე მოხეს კომისიის დასკვნაზე: მოგვიწევს დისკუსია, თუმცა, რადიკალიზმი არ იქნება
მუსლიმი მრევლი  კომისიის გადაწყვეტილებაზე: ‘ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაა’
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება მოხეს კომისიის დასკვნაზე
მუსლიმები მოხეში: „ძველი მეჩეთის დასაბრუნებლად ბრძოლას გავაგრძელებთ“
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო