FM97.5 / LIVE

მუსლიმები მოხეში: „ძველი მეჩეთის დასაბრუნებლად ბრძოლას გავაგრძელებთ“

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.05.2017
როგორ აფასებს ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებას მოხეში მუსლიმი და ქრისტიანი თემი;

მუსლიმები მოხეში: „ძველი მეჩეთის დასაბრუნებლად ბრძოლას გავაგრძელებთ“
ადიგენში, სოფელ მოხეს მეჩეთის წინაძღვარი თენგიზ ბერიძისთვის ჯერ უცნობია, თუ როგორ შეხვდება მუსლიმი მრევლი მოხეს კომისიის გადაწყვეტილებას. ამბობს, რომ რა დამოკიდებულებაც არ უნდა გამოხატოს თემმა, სოფელში ახალი მეჩეთის აშენება პრობლემას მაინც ვერ გადაჭრის.

„ჩვენ ძველი მეჩეთის დაბრუნება გვინდოდა, ეს იყო ჩვენი მიზანი“, – ამბობს თენგიზ ბერიძე.

კითხვაზე, სულ ერთია თუ არა სოფელში მისთვის ახალი მეჩეთის აშენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, გვპასუხობს: „ურთიერთობები შეიძლება შეიცვალოს სოფელში, მაგრამ ეს ძველი მეჩეთის შენობა მაინც პრობლემად დარჩება“.

თენგიზ ბერიძის პოზიციას იზიარებს სოფელში მუსლიმი თემის უმრავლესობა და ამბობენ, რომ ე.წ. მოხეს კომისიამ საბოლოოდ საკითხი ისე გადაწყვიტა, როგორც ეს სახელმწიფოს სურდა. ადგილობრივი მუსლიმი თემი ფიქრობს, რომ მათი სურვილი უგულებელყოფილი იქნა.

„ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღები ვერ იქნება. ჩვენ ძველი შენობის, როგორც მეჩეთის გადმოცემა გვინდოდა. ამიტომ კონფლიქტის საგანი უცვლელი დარჩება, ამით სოფელში პრობლემა ვერ გადაიჭრება. ახალი მეჩეთის აშენებას ხელს არ შევუშლით“, – ამბობს მუსლიმი ამირან მელაძე.

მას და მუსლიმი თემის სხვა წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ამ გადაწყვეტილებით, ე.წ. მოხეს კომისიამ მოხეს მეჩეთთან დაკავშირებული ისტორიული ფაქტები დაამახინჯა.

„დროებით შეიძლება მოგვარდეს სოფელში ვითარება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით პრობლემა ვერ გადაიჭრება. ისტორია თავისას მაინც იტყვის. ჩვენ დავიცავთ ჩვენ პრინციპებს და გავაგრძელებთ ბრძოლას ძველი მეჩეთის დასაბრუნებლად“, – აცხადებს მოხეში მცხოვრები მუსლიმი თემურ მიქელაძე.

შეკითხვაზე, მაშინ როცა კომისიაში მუსლიმებიც იყვნენ წარმოდგენილი, რატომ იქნა მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მუსლიმი თემის წინააღმდეგაა, მიქელაძე გვპასუხობს: „ძალა აღმართს ხნავს! და რომელია იქ ჩვენი უფლებების დამცველი?! თავისუფალი ნების გამომხატველი არცერთი არ არის! ეგენი სახელმწიფოს ნების აღმსრულებლები არიან და ვერ გადიან ფონს იქ. პირად საუბრებში ამბობენ, რომ არ ძალუძთ რაღაცეების გაკეთება. ამიტომ მათაც ვერ გავამტყუნებთ, ზოგს აშანტაჟებენ. სხვა შანსი არ აქვთ“.

მოხეში მცხოვრები მუსლიმების თქმით, კომისია თავიდანვე ისეთი ხალხით დაკომპლექტდა, ვისზე ზემოქმედებაც სახელმწიფოს ადვილად შეეძლო: „ამიტომ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს კომისია უსარგებლო იყო“, – აცხადებენ მოხეში.

ადგილობრივი მუსლიმების ნაწილი იმასაც ფიქრობს, რომ ახალი მეჩეთის ასაშენებლად მიწა ოთარ მიქელაძესაც ძალით დაათმობინეს.

„ოთარ მიქელაძის შვილი თემურ მიქელაძე პასუხისგებაში იყო მიცემული. დარწმუნებული ვარ ძალით დაათმობინეს აქ ეს ფართი, სახელწმიფოს აქვს იმის ბერკეტი, რომ ადამიანებს მოწყალება გააღებინონ“, – ამბობს თემურ ბერიძე.

ადგილობრივი მუსლიმი თემისგან გასხვავებული პოზიციები აქვთ ადგილობრივ ქრისტიანებს. მათი უმრავლესობისთვის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისაღებია.

„მგონია რომ ასე გადაწყვეტა ჯობდა, უფრო ნორმალური ურთიერთობები და ვითარება იქნება სოფელში. ჩვენ ქრისტიანებს არავითარი პრეტენზია არ გვაქვს სოფელში ახალი მეჩეთის აშენებაზე“, – ამბობს მოხეში მცხოვრები ქრისტიანი რომან რეხვიაშვილი.

რადგან სადავო შენობაზე პრეტენზია ჰქონდათ ქრისტიანებსაც, ამიტომ მათ ახალი მეჩეთის აშენება და მისი ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის გადაცემა მისაღებად მიაჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მოხეს კომისიამ მუშაობა დღეს, 11 მაისს დაასრულა. აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო შენობა სადავო სტატუსით ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. სოფელში კი ახალი მეჩეთი აშენდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
მოხეს მუსლიმი თემი ღია ცის ქვეშ ლოცვას აგრძელებს
მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო
მუსლიმი მრევლი  კომისიის გადაწყვეტილებაზე: ‘ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაა’
სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს ე.წ. მოხეს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
მოხეში ახალი მეჩეთი აშენდება
მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს