FM97.5 / LIVE

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება მოხეს კომისიის დასკვნაზე

მთავარისიახლე, საზოგადოება 03.11.2016
მოხეს კომისიის დასკვნის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს განცხადება მოხეს კომისიის დასკვნაზე

"დღეს, 2016 წლის 3 ნოემბერს, ახალციხეში გაიმართა „მოხის კომისიის“ სხდომა, სადაც კომისიის წევრებმა იმსჯელეს სოფელ მოხეში მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე. კომისიამ მუსლიმ თემს შესთავაზა ორი ვარიანტი ლოცვის პრობლემის მოხსნასთან დაკავშირებით:

1. სოფელში არსებული სამლოცველო შენობის მესაკუთრისგან გამოსყიდვა და მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემა;

2. სოფელში ცენტრალურ ადგილას გამოიყოს მიწის ნაკვეთი მეჩეთის აშენებისათვის. რაც შეეხება ე.წ. სადაო შენობას ამ მიმართულებით კომისია გააგრძელებს მუშაობას სამომავლოდ მის დაცულობასთან დაკავშირებით", – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოხის სადავო შენობის შემსწავლელმა კომისიამ, დღეს, 3 ნოემბერს, სხდომაზე გადაწყვიტა, რომ მოხეში სადავო შენობა არცერთ მხარეს არ გადაეცემა. გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა კონსესუსის შედეგად მიიღეს.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი ფიქრობს, რომ ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, მუსლიმი თემისგან სავარაუდოდ უარყოფითი დამოკიდებულება წამოვა, რადგან მუსლიმები ითხოვენ სალოცავს და ამ დრომდე ღია ცის ქვეშ ლოცლობენ. თუმცა, ვაშაყმაძე დარწმუნებულია, რომ მრევლი რადიკალურ ზომებს არ მიმართავს.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ამბობს, რომ ეს გაწყვეტილება მათთვის მისაღებია და ისინი შეეცდებიან დაელაპარაკონ, აუხსნან, როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმ მოსახლეობას: „მათ დავეხმარებით მეგობრობაში, ურთიერთობის აღდგენასა და განმტკიცებაში“.

კომისია ადგილობრივ მუსლიმებს ორ ვერსიას სთავაზობს: სახელმწიფო შეისყიდის იმ შენობას, რომელშიც მუსლიმები აქამდე ლოცულობდნენ და მას გადასცემს მუსლიმებს. ან სახელმწიფო სოფელ მოხეში შეისყიდის მიწას და იმ მიწაზე მუსლიმებს აუშენებს სალოცავს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ადგილობრივი მუსლიმები, ამ ეტაპზე უცნობია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მამუკა ვაშაყმაძე მოხეს კომისიის დასკვნაზე: მოგვიწევს დისკუსია, თუმცა, რადიკალიზმი არ იქნება
თამთა მიქელაძე: მოხის კომისიის გადაწყვეტილება პრობლემურია რამდენიმე არგუმენტის გამო
სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს ე.წ. მოხეს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
მეუფე თეოდორე: მიუღებელია ადამიანი ქუჩაში იდგეს და ლოცულობდეს
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო
მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს