FM97.5 / LIVE

‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 25.08.2016
დღეს, 25 აგვისტოს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა, ახალქალაქი-ნინოსწმინდის ოლქში დეპუტატობის კანდიდატად მერუჟან კარახანიანი დაასახელეს.

‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

როგორც პარტიაში ამბობენ, მერუჟან კარახანიანი ბოლო რამდენიმე წელია “პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერია და მისი კანდიდატურით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების იმედი აქვთ.

„ნამდვილად ღირსეული და მებრძოლი პიროვნებაა, მას ახალქალაქი-ნინოწმინდაში კარგი სახელი აქვს და გამარჯვებაშიც დაეხმარება“, - განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში, "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტსაბჭოს წევრმა არჩილ ლეკიშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსმა“ სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელება უკვე დაასრულა. პარტიას კანდიდატი რეგიონის სამივე ოლქში ეყოლება.

ალიანსიდან, საქართველოს პარლამენტში დეპუტატობის მანდატისათვის ახალციხე-ადიგენის ოლქში გოდერძი კუბლაშვილი, ბორჯომი-ასპინძა და ახალქალაქის 5 თემში, მომღერალი ზურა ხაჩიძე და ნინოწმინდა -ახალქალაქში მერუჟან კარახანიანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 43 დღე დარჩა. 25 აგვისტოს მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში დეპუტატობის კანდიდატები სამ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანს“, ასევე სამ საინიციატივო ჯგუფს ნინოწმინდა-ახალქალაქისა და ახალციხე-ადიგენის საარჩევნო ოლქში ჰყავს დასახელებული.

ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 8 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ექვსის ნაცვლად, სამ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს ახალციხე-ადიგენის, ბორჯომი-ასპინძის, ასევე ახალქალაქის 5 თემისა და ნინოწმინდა-ახალქალაქის საარჩევნო ოლქში.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა–ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზურა ხაჩიძე ბორჯომსა და ასპინძაში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატია
‘რესპუბლიკელებს’  სამცხე-ჯავახეთის ორ ოლქში კანდიდატი არ ეყოლებათ
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [2 სექტემბრის მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები   [25 აგვისტოს მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [30 აგვისტოს მდგომარეობით]
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა