FM97.5 / LIVE

‘არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო’ – მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.08.2016
არც საჭმელი, არც სასმელი წყალი, არც ტელევიზორი და დანგრევის პირას მისული ნაქირავები ფართი, რომელიც დეკემბერში უნდა დაცალოს – ახალციხეში, სოფელ წნისში მცხოვრები, 52 წლის გელა გოგოლაძე დახმარებას ითხოვს.

‘არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო’ – მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

სოფელ წნისში, გელა გოგოლაძის სახლის პოვნა არ გაგვჭირვებია. გელას აქ ყველა იცნობს და მისი ადგილსამყოფელიც იციან.
„ხიდს გაცდებით და მანდ ცხოვრობს“,– გვეუბნებიან სოფლის ცენტრში შეკრებილი ადგილობრივები.

გელა გოგოლაძე იატაკზე დაპნეულ წიწიბურას ხვეტს. ჟურნალისტის დანახვა სიამოვნებს და თავის ცხოვრებაზე ყვება: „ვცხოვრობ, მარტო, ეს სახლია?! წყალი მე არ მაქვს და არაფერი...“

ხის სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, 100 ლარად უქირავა. სახლში არც წყალი აქვს და არც გაზი. იატაკზე შეიძლება ნებისმიერ წუთს ჩაგიტყდეს ფეხქვეშ.

‘არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო’ – მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

„ერთი წელია, რაც მეუღლე გარდამეცვალა და ამის შემდეგ მარტო ვცხოვრობ. არანაირი შემოსავალი არ მაქვს, არც პურის ფული“, – გვეუბნება და ნახევარ პურს გვაჩვენებს, რომელიც მეზობელმა მიაწოდა: „ვიზოგავ, რომ მომშივდეს, შევჭამ“.

მეზობლები აწვდიან საჭმელსაც. სამ თვეში ერთხელ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ფქვილით, წიწიბურათი და მაკარონით ეხმარება. პროდუქტების ნაწილს სოფლის მაღაზიიდან, ვალით იღებს: „აბა ჭამა ხომ მინდა, რა ვქნა?! მკლავს ის ქალი ,ვალი მოიტანეო , მოვიტან მეთქი“.

გელა უმუშევარია, ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია: „დიაბეტი მაქვს. თვეში რამდენჯერმე საავადმყოფოში ვარ“.

‘არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო’ – მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

სახლში ელექტროენერგია აქვს, თუმცა ტელევიზორი 9 თვეა არ ჩაურთავს. მის ტელევიზორს ციფრული მაუწყებლობის მხარდაჭერა არ აქვს და ვერც სპეციალური მოწყობლობა შეიძინა: „ტელეფონში რადიოს ვუსმენ. წესიერად არც ვიცი რა ხდება ქვეყანაში“.

გელას ორი შვილი ჰყავს: „ერთი ახალციხეში ცხოვრობს, მაგრამ თავისი ოჯახი ჰყავს სარჩენი. მეორე კი ციხეშია. ვერც მივდივარ მის სანახავად. იქ რომ მივიდე, რამე ხომ უნდა მივუტანო. რა შევუგზავნო?!“

გელა გოგოლაძეს სოციალური დახმარება ერთი წლის წინ მოუხსნეს. უთხრეს, რომ მაღალი ქულები აქვს.

ყველა ამ პრობლემას მალე ისიც დაემატება, რომ დეკემბერში თავშესაფრის გარეშე დარჩება.

„ამ სახლს, სადაც ახლა ვცხოვრობ, დეკემბერში დამაცლევინებენ“, – აბობს მარტოხელა გელა გოგოლაძე.

‘არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო’ – მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს

ნახეთ ვიდეომასალა „სამხრეთის კარიბჭეს“ არქივიდან. მასალა მომზადებულია იქამდე, ვიდრე გოგოლაძეს მეუღლე გარდაეცვლებოდა.


აქვე, შეგიძლიათ იხილოთ არქივის კიდევ ერთი მასალა, "სამხრეთის კარიბჭეს" მიერ გოგოლაძეების ოჯახზე მომზადებული ფოტოისტორია.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში 82 წლის ქალი დახმარებას ითხოვს
კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]
მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება
სოციალურად დაუცველ  გოგოლაძეებს  წნისში ნაქირავები ბინა დაატოვებინეს
ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან
მეზობლებმა 71 წლის ქალი სახლში გამოკეტეს
საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი