FM97.5 / LIVE

ახალქალაქში 82 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.02.2020
ვარტანუშ გაბრელიანი, ახალქალაქში ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს, 82 წლის პენსიონერი ამბობს, რომ სოციალური დახმარება წლების წინ უმიზეზოდ მოუხსნეს, პენსია კი წამლების საყიდლად არ ყოფნის.

ახალქალაქში 82 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

„შარშანწინ ვიყავი მისული სოციალური მომსახურების სააგენტოში, მითხრეს, რომ მარტო არ ვცხოვრობ, ვიღაცა მყავს და დახმარება არ გეკუთვნისო. საიდან მოიგონეს არ ვიცი. გათხოვილი არ ვყოფილვარ და არც შვილები მყავს“, – გვეუბნება ვარტანუშ გაბრიელიანი.

მისი თქმით, პენსია წამლებსა და საკვების საყიდლად არ ყოფნის: „იატაკიდან სიცივე ამოდის, ჭერი დაზიანებულია წყალი ჩამოდის და კედლები სველდება. სახლს ვერ ვათბობ“.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალქალაქის რაიონული განყოფილების უფროსი, იროდიონ გოგოლაძე ამბობს, რომ გაბრელიანი სოციალურ დახმარებას მაღალი ქულების გამო ვერ იღებს.

„ეგ ქალბატონი ჩემთან არ მოსულა. რაც შეეხება მის ქულებს, ბოლო გადამოწმების დროს 72 800 ქულა ჰქონდა. წელიწადში ერთხელ ხდება ოჯახის შემოწმება, ვარტანუშს შეუძლია 2020 წლის ცხრა აგვისტოს მერე მოვიდეს და განცხადება ხელახლა დაწეროს. თუ მაღალ ქულებს იღებს ჩვენ როგორ დავეხმარებით?! კომპიუტერი ითვლის ქულებს“, – ამბობს იროდიონ გოგოლაძე.

[რიმა სარუხანიან, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უსამსახუროდ და სესხებით - სოფიო ბერიძე  დახმარებას ითხოვს
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება
‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს
რამაზ მოდებაძე: ‘ინსულტის მერე პენსია მომიხსნეს და არც დახმარებას მაძლევენ’
74 წლის მარტოხელა რიფსიმე მარგარიანი დახმარების მოლოდინშია
ახალციხეში 23 წლის მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება