FM97.5 / LIVE

მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება

მთავარისაზოგადოება 30.10.2012
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში მცხოვრები ქეთევან ყულჯანიშვილი სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს

მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება
ათი წელია ქეთევან ყულჯანიშვილი სოფელ ბენარაში მარტო ცხოვრობს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიწის ნაკვეთებს ვეღარ ამუშავებს. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც,როგორც თვითონ ამბობს, წამლების საყიდლადაც არ ჰყოფნის.

წლებია მისი ორი შვილი, თავიანთი ოჯახებით, ქალაქ რუსთავში ცხოვრობს.
”თავიანთი თავი უჭირთ, 200 ლარიან ხელფასით ცხოპვრობენ, მე როგორ დამეხმარებიან”, - ამბობს იგი.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ადიგენის განყოფილებას დახმარება არაერთხელ სთხოვა. თუმცა, უშედეგოდ, მაღალი ქულების დაგროვების გამო დახმარება ვერ მიიღო.

მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება

”პირველად, 2006 წელს, განცხადება დავწერე. სოციალურმა აგენტმა შეამოწმა სახლი და 73,000 ქულა მომივიდა. მას შემდეგ, სამჯერ კიდევ მოვიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სახლში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, უფრო მეტი ქულები დამიწერეს”,- ამბობს იგი.

ქეთევან ყულჯანიშვილი ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე ცხოვრობს. სახლი მცოცავ მიწაზე დგას და ავარიულია. დიასახლისი ამბობს, რომ შესაძლოა შენობა ნებისმიერ წუთს ჩამოინგრეს. ყველა ოთახს უკვე ბზარები აქვს გაჩენილი.

მარტოხელა ქალბატონს უკვირს საიდან იღებს მაღალ ქულებს. სახლში მხოლოდ ძველი გაზი და მაცივარი დგას, ესეც იმის გამო, რომ ოთახები არ დაცარიელდეს.

”ძველი გაზი და მაცივარი ოთახის შეცავსებად დევს, სხვა არაფერში გამოდგება. ახალი არაფერი მაქვს, ყველაფრის მიუხედავად, ამ წელს 90,320 ქულა მომივიდა”, - უკვირს დიასახლისს.

74 წლის პენსიონერმა დასახმარებლად ”სამხრეთის კარიბჭესაც” მომართა.

”მეზობელმა მომცა თქვენი გაზეთი, გამიხარდა სიმართლე ვიპოვე-მეთქი და მაშინვე დაგირეკეთ. ახლა თქვენი იმედი მაქვს, იქნებ დამეხმაროთ”,-ამბობს იგი.

ყველაზე მეტად ყულჯანიშვილს ზამთარში უჭირს. იმის გამო, რომ ფული არ აქვს, ზამთრისთვის შეშის მომარაგებას ვერ ახერხებს. გარდა ამისა, პრობლემაა სახლის დაზიანებული სახურავიც. წვიმის დროს სახლში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. დაბზარულ და გადახრილ ოთახებში ჩამოსულ წვიმის წყალს ვედრები და თასები აქვს შედგმული.

მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება

სახლის შესაკეთებლად დახმარების თხოვნით ერთი წლის წინ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა.

”გამგებელმა სიმონ პარუნაშვილმა მხოლოდ ტყიდან მასალის გამოტანის ნებართვა მომცა. ტყეში წასვლა, რომ შემძლებოდა, დასახმარებლად გამგებელთან კი არ წავიდოდი”, - ამბობს იგი.

ქეთევან ყულჯანიშვილს ერთი სული საქონელი და სამი ქათამი ჰყავს. იგი არ გამორიცხავს, რომ მაღალი ქულები შესაძლოა ამიტომ მოსდის.

”ჩემთან მოსულ სოციალურ აგენტს ვკითხე, პირუტყვი თუ იქონიებდა გავლენას ქულების რაოდენობაზე და მითხრა, რომ თუ ერთი ძროხა მეყოლებოდა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნებოდა”,- ამბობს დიასახლისი.

მან დასახმარებლად სოციალური სამსახურის ცხელ ხაზზეც დარეკა, თუმცა ვერც ამ შემთხვევაში დაეხმარნენ: ”დავრეკე, მაგრამ მითხრეს ჩვენი კომპეტენცია არ არის და ვერ დაგეხმარებითო. ერთადერთი იმედი დამრჩა, იქნებ თქვენი გაზეთის დახმარებით შევძლო და დახმარება დამინიშნონ”.

სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ადიგენის განყოფილების უფროსს პეტრე აფრიამაშვილს ”სამხრეთის კარიბჭემ” სამსახურში 24 ოქტომბერს მიაკითხა. აფრიამაშვილი სამსახურში არ დაგვხვდა. სატელოფონო საუბარში კი განგვიცხადა, რომ ვიდრე სათაო ოფისში არ დარეკავდა, კომენტარს ვერ გააკეთებდა. მომდევნო ზარზე კი გვიპასუხა, რომ იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს დასახმარებლად თავად ყულჯანიშვილი, ან, მისი სახელით გაზეთი მივმართავთ, შესაძლოა კომისია ხელახლა დაინიშნოს.

”რატომ მოსდის მაღალი ქულები, არ ვიცი, აგენტი იმას იწერს, რასაც ოჯახის პატრონი ეუბნება. შემდეგ ეს მონაცემები თბილისში იგზავნება და იქ ჯამდება. თუ დაწერთ განცხადებას, ან თუ თავად ხელახლა მოგვმართავს და ჩვენი სამსახური საჭიროდ მიიჩნევს, შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი და ამ ოჯახს თავიდან გადაამოწმებენ”, - განაცხადა პეტრე აფრიამაშვილმა.

მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება
[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოჯახები სოციალური შემწეობის გარეშე
ოთხსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელში
74 წლის მარტოხელა რიფსიმე მარგარიანი დახმარების მოლოდინშია
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება
ახალქალაქში 82 წლის ქალი დახმარებას ითხოვს
5 ლარი – მარტოხელა პენსიონერის ერთადერთი შემოსავალი