FM97.5 / LIVE

მეზობლებმა 71 წლის ქალი სახლში გამოკეტეს

მთავარისაზოგადოება 05.06.2013
ახალციხეში მცხოვრებ ჯულიეტა გასპარიანს მეზობლებმა სახლიდან გასასვლელი კარი ამოუშენეს. სამი დღეა იგი გარეთ ვერ გამოდის და საჭმელსა და წყალს მეზობლები აწვდიან

მეზობლებმა 71 წლის ქალი სახლში გამოკეტეს
ჯულიეტა გასპარიანი ახალციხეში, კლდიაშვილის 20 ნომერში ცხოვრობს. მასთან გასაუბრება მხოლოდ მეზობლის ეზოდან არის შესაძლებელი.

”დამეხმარეთ, საკუთარ სახლიდან ვეღარ გამოვდივარ, საჭმელი არ მაქვს და წყალი”, - სამი დღეა უშედეგოდ სთხოვს დახმარებას ქუჩაზე ნებისმიერ გამვლელს. გამვლელებს მისი ხმა ესმით, მაგრამ დახმარება არავის შეუძლია.

შენობაში, რომელსაც ერთი შესასვლელი აქვს, გასპარიანის ახლობლებიც ცხოვრობენ. ერთი შესასვლელით სარგებლობა 71 წლის ქალბატონს ახლობლებმა რამდენიმე წლის წინ აუკრძალეს. წლების განმავლობაში გარე სამყაროს მეზობლის ეზოს საშუალებით უკავშირდებოდა. დაახლოებით სამი დღის წინ მეზობელმა რობერტ მკრტიჩიანმა იმის გამო, რომ საცხოვრებელი ბინა გაეყიდა, შესასვლელი აგურით ამოაშენა. გასპარიანი გარეთ გამოსვლას ვეღარ ახერხებს.

”ორი თვეა ბინა გავყიდე. ახალი მფლობელი მეუბნებოდა ჩემს ეზოში სხვას არ ვატარებ და ამოაშენეო. იძულებული გავხდი ასე მოვქვეულიყავი. სანამ აქ ვცხოვრობდი, პრობლემა არ იყო, სახლში ჩემი ეზოს საშუალებით შედიოდა”,-ამბობს რობერტ მკრტიჩიანი.

ჯულიეტა გასპარიანმა დასახმარებლად პოლიციაშიც დარეკა.

”მოვიდნენ, მაგრამ არაფერი შეცვლილა. კიდევ უნდა დავრეკო. ხომ შეიძლება ვინმე დამეხმაროს. გარეთ ვერ გავდივარ, პენსია რომ ავიღო და რამე ვიყიდო, შიმშილით ხომ არ უნდა მოვკვდე?!”- ამბობს იგი.

ანდრანიკ მკრტიჩიანი, რომელიც ამავე შენობაში ცხოვრობს, სახლში არ დაგვხვდა. მეზობლები ადასტურებენ, რომ მკრტიჩიანმა წლების წინ კარი მართლაც დაკეტა და მარტოხელა ქალბატონს შესასვლელით წლებია არ უსარგებლია.

”ძალიან რთული სიტუაციაა. როგორ შეიძლება ადამიანი ჩაკეტო და გარეთ გასვლის საშუალება არ მისცე. არავინ მისი პატრონი არ არის, რომ ყურადღება მიაქციოს. ამ მეზობელმაც რა ქნას, სახლს ისე ვერ ყიდდა, თუ კედელს არ ამოაშენებდა. აბა ვინ მოგცემს თავის ეზოში სიარულის უფლებას?!”, -ამბობენ კლდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები.

პოლიციაში გვითხრეს, რომ კომენტარს ზემდგომთან შეტანხმების შემდეგ გააკეთებენ. ვრცლად ამ ამბის შესახებ ”სამხრეთის კარიბჭე” ხვალ გიამბობთ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახლში გამოკეტილი ქალით უფლებადამცველი ორგანიზაცია დაინტერესდა
სახლში ჩაკეტილ ქალს კარი გაუხსნეს
71 წლის ქალი ამ დრომდე გამომწყვდეულია
”ხელოვნური ტბა” საცხოვრებელი კორპუსის ეზოში
‘არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო’ – მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს
მაღალი ქულების გამო დაკარგული დახმარება
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ