FM97.5 / LIVE

სოციალურად დაუცველ გოგოლაძეებს წნისში ნაქირავები ბინა დაატოვებინეს

მთავარისაზოგადოება 10.04.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში მცხოვრებ გოგოლაძეების ორსულიან ოჯახს, ქირის გადაუხდელობის გამო, ბინა დააცლევინეს. სოციალურად დაუცველები დროებით თავს ვალეში, ნათხოვარ ბინაში აფარებენ;

სოციალურად დაუცველ  გოგოლაძეებს  წნისში ნაქირავები ბინა დაატოვებინეს

გელა გოგოლაძემ მეუღლესთან ერთად წნისში ნაქირავები ბინა იძულებით დატოვა.

„ქირა ვეღარ გადავიხადეთ და დაგვაცლევინეს“, – ამბობს იგი.

ამჟამად გოგოლაძეები თავს გოგოლაძის მეუღლის, მანანა ჯვარიძის მეგობრის ბინაში, ვალეში გვარამაძის N28–ში აფარებენ. თუმცა, მისი დაცლაც თვენახევარში მოუწევთ.

„ბინის პატრონი თბილისშია, თვენახევარში ჩამოვა და ბინა უნდა დავცალოთ, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს“, – ამბობს გელა გოგოლაძე.
გელა გოგოლაძეს შაქარი, მის მეღულეს კი სიმსივნე აქვს. გოგოლაძემ საავამდყოფო დღეს, 10 აპრილს დატოვა. ამბობს, რომ ბოლო დროს მდგომარეობა მის მეღულესაც გაურთულდა.

„გამგებელთან ვიყავი რამდენიმე დღის წინ. წნისში ფიცრული სახლი იყიდება 1500 ლარად და ვთხოვე შეესყიდა ჩვენთვის, მაგრამ უარი მითხრა“, – აცხადებს გოგოლაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე აცხადებს, რომ ბიუჯეტი სოციალურად დაუცველებისთვის ბინის შესყიდვის საშუალებას არ აძლევთ, უახლოეს დღეებში კი გოგოლაძეებს თავშესაფარს შესთავაზებს: „ვალეში ვეძებთ დაცლილ ბინებს, ამ დროისთვის დაახლოებთ 7–8 ოჯახია, ვისაც სასწრაფოდ დახმარება სჭირდება, სახლი არ აქვს და ვერც ქირას იხდის“.

მელიქიძის განცხადებით, გამგეობა გოგოლაძეებს სააღდგომოდ გათვალისწინებული სოციალური პაკეტით გუშინ, 9 აპრილს დაეხმარა.

შეგახსენებთ, რომ გოგოლაძეები უკიდურეს გაჭირვებაში სოფელ წნისში ნაქირავებ ბინაში მას შემდეგ ცხოვრობენ, რაც შვილის გამო ბინის გაყიდვა მოუხდათ, ავადმყოფობის გამო კი ბინის ყიდვა ვეღარ შეძლეს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 150–ლარიანი პენსიაა.

იხილეთ, „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტი და ფოტოისტორია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წინუბანში უსახლკაროდ დარჩენილ გოგოლაძეებს ბინის ქირას მერია გადაუხდის
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
სასამართლო გადაწყვეტს გამოასახლებენ თუ არა იძულებით იაკობაძეებს
უსახლკაროდ, წამლების ფულის გარეშე [Photo]
წინუბანში ოთხსულიან ოჯახს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება
ახალციხის გამგეობა 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს სამშენებლო მასალას გადასცემს
‘არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო’ – მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს