FM97.5 / LIVE

მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 24.08.2016
ახალციხეში, მერის რიგგარეშე არჩევნებზე, კენჭს არცერთი დამოუკიდებელი კანდიდატი არ იყრის. საინიციატივო ჯგუფებმა N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქს განსაზღვრულ ვადებში არ მიმართეს.

მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება

რიგგარეშე არჩევნებზე დასარეგისტრირებლად, საინიციატივო ჯგუფს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიისათვის 22 აგვისტოს უნდა მიემართა. #37–ე ახალციხის ოლქში განმარტავენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, მათთან განაცხადი არცერთ საინიციატივო ჯგუფს არ შეუტანია. ერთმა საინიციატივო ჯგუფმა საოლქო კომისიას ვადის ამოწურვის შემდეგ მიაკითხა.

#37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრი საოლქოში 22 აგვისტოს მივიდა, თუმცა განაცხადი დარეგისტრირების შესახებ არ გაუკეთებია. საჭირო დოკუმენტაციით, საინიციატივო ჯგუფის წევრმა კომისიას მეორე დღეს, 23 აგვისტოს მიაკითხა, მაგრამ ვადებში დარღვევის გამო, დარეგისტრირება ვერ მოხერხდა, ხოლო განაცხადის ოლქში დატოვებაზე უარი თავად თქვა.

ამ დროისათვის, #37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მერობის არცერთი კანდიდატი რეგისტრირებული არ არის. კანონმდებლობის მიხედვით, პარტიებს საკუთარი წარმომადგენლის დარეგისტრირება 8 სექტემბარმდე შეუძლიათ. რეგისტრაცია შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ მერისა და გამგებლების რიგგარეშე არჩევნების შესახებ ცნობილი 19 აგვისტოს გახდა. ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების არჩევნები საპარლამენტო არჩენებთან ერთად, 8 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები ჩატარდება ახალციხეში, ბოლნისში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჭიათურასა და ხარაგაულში. ახალციხეში მერს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი გამგებლებს აირჩევენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ექვსი საინიციატივო ჯგუფი დარეგსიტრირდა
ახალციხის საარჩევნო ოლქში 6 საინიციატივო ჯგუფია დარეგისტრირებული
ახალციხის საარჩევნო ოლქში 12 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა
ვის შეუძლია მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა
ასპინძაში  საინიციატივო ჯგუფებს  დოკუმენტებში   ხარვეზები არ დაუდგინდათ
ასპინძის გამგებელი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას
ახალციხეში მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა