FM97.5 / LIVE

ვის შეუძლია მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 25.08.2016
N37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამ დრომდე, მერობის მსურველი არცერთი კანდიდატი არ დარეგისტრირებულა.

ვის შეუძლია მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა

ახალციხის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 აგვისტოს დაინიშნა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იმავე დღეს, მერობის კანდიდატებისათვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

2016 წლის აპრილის თვემდე, მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში საკუთარი კანდიდატის წარდგენა მხოლოდ იმ პატრიებს შეეძლოთ, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში მონაწილეობდნენ. აღნიშნულ მოცემულობას სააჩევნო კოდექსის 169(2) მუხლის მე–4 პუნქტი ითვალისწინებდა, რომელიც 2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა და რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის უფლება ყველა პარტიას მიეცა.

2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისათვის, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, ცესკოსთვის 23 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიემართა. უკვე რეგისტრირებულ პარტიებს კი მერობის კანდიდატის დარეგისტრირება 8 სექტემბრამდე შეუძლიათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის 8 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებზე მონაწილეობას 11 პოლიტიკური პარტია და 1 ბლოკი მიიღებს.

ეს პოლიტიკური სუბიექტები არიან:

პარტიები
1. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო";
2. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი";
3. "ახალი მემარჯვენეები";
4. "რესპუბლიკური პარტია ";
5. "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს";
6. "სამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო";
7. "ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი";
8. "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის";
9. "ეროვნული ფორუმი";
10. "ევროპული საქართველო";
11. "თავისუფალი დემოკრატები";

ბლოკი
1. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"

ადგილობრივ თვითმმართველობის ბოლო არჩევნებზე, რომელიც 2014 წლის 15 ივნისს გაიმართა, ცესკოში 24 პოლიტიკური პარტია იყო რეგისტრირებული.

ახალციხეში მერობის კანდიდატი ოთხ მათგანს ჰყავდა:
"ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“ კანდიდატი – ზაზა ნათენაძე;
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გელა დემეტრაძე;
"სალომე ზურაბიშვილი − საქართველოს გზა“ – გოჩა ათოშვილი;
"ქართული ოცნება“ – გიორგი კოპაძე.

ვის შეუძლია მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა
მერბის კანდიდატები 2014 წლის არჩევნებზე

ამ დროისათვის, N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არცერთი კანდიდატი ოფიცილურად დარეგისტრირებული არ არის. საინიციატივო ჯგუფებისათვის, რომლებსაც შეეძლოთ მერობის კანდიდატად დამოუკიდებელი (უპარტიო) პიროვნება დაესახელებინათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია. კანდიდატების დარეგისტრირებას მხოლოდ პოლიტიკური პარტიები/ბლოკები შეძლებენ. მათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 8 სექტემბრამდე უნდა მიმართონ.

N37–ე ახალციხის ოლქში, მერის რიგგარეშე არჩევნები იმის გამო დაინიშნა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, "ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი მერი, გიორგი კოპაძე დაასახელა. შესაბამისად, მან მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 8 ოქტომბერს არჩეული ახალი მერი, თანამდებობაზე ქალაქ ახალციხის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით იმუშავებს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერს  15 057 ამომრჩეველი აირჩევს
მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო ნომრები ცნობილია
ახალციხის მერობა ხუთ კანდიდატს სურს
არჩევნებში მონაწილეობის მსურველი სუბიექტების ვინაობა დღეს გაირკვევა
9 ოქტომბრის 07:00 საათის მონაცემები – სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურებს ელიან
ახალციხეში მერის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა